ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

527. “შევჰხედე, ვნახე სასთუნალ, მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე და რადგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

528. “რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია” და მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიო”, თავი დამიქნია.

529. “კვლავცა ვკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს! და მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

530. “მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შეჰქმნეს დიდი ვეზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა, და თავსა ვუთხარ, მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.

531. “მემცა დაშლა ვითა ვკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა, არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა! ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა, და ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა.

532. “ვთქვი, “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო” თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ გვარო! მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო და ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

533. “სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა და მიბრძანა თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა?!

534. “არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, და მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, ჰსჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

535. “მე ლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ ღირსებული, და მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული.

536. “მიბრძანა თუ: “გონიერი, ჰხამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, და შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს.

537. “კვლავ თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, და ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

538. “მე ვკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა, – და ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა არ სახმარობა”.

539. “მიბრძანა თუ: “ჰხამს დიაცი დიაცურად, საქმე დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა-კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოჰკალ, მისთა სპათა აუწყვედლად, და ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

540. “ასრე ჰქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,” მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, და სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

541. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ, “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, და არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!

542. “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა და ხელთა მოგცეს თავი ჩემი! შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

543. “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა. და მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

544. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, და მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი”.

545. მოვიდა კაცი,სასიძო მოვაო, მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, და მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დაჰხარა.

546. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, და უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე-უმეცრულია”.