ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

1593. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი, და ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1594. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, და ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.