... (Q-1541), 1712 წ.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი჻

370. წიგნი ვნავხე მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა჻ მოეწერა მზისა შუქსა, ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა჻ მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა჻ აწ ასმათი მოგახსენებს, ყველაკასა ჩემგან თქმულსა჻

371. ბედითი ბნედა სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია჻ სჯობს საყვარელსა უჩვენნე, საქმენი საგმირონია჻ ხატაეთს მყოფნი ყველანი, ჩვენნი სახარაჯონია჻ აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა, ჩვენგან არ დასათმონია჻

372. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია჻ მაგრა აქამდის საუბრად, კვლა ჟამი არ მომხდომია჻ ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია჻ მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია჻

373. მართლად გითხრობ მომისმინე, ესე რაცა მოგახსენე჻ წა შეები ხატაელთა თავი, კარგად გამაჩვენე჻ გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე჻ მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე჻

374. ასმათი მეუბნებოდა, უშიშრად არ მეკრძალოდა჻ ჩემი რა გითხრა რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალოდა჻ გული მი და მო მიარდა კრთებოდა და მელალვოდა჻ მით პირი ჩემი გაბროლდა, და ღაწვი გამელალვოდა჻

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა მიწერილი პირველი჻

375. თვალთა დავიდევ უსტარი, მე მისგან მონაწერია჻ პასუხად ვსწერდი მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია჻ მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია჻ სიზმრად მგონია დარჩომა, ჩემი ვერ დამიჯერია჻

376. ასმათს ვუთხარ მე პასუხსა, ამის მეტსა ვერ მივხვდები჻ ესე ჰკადრე რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები჻ აჰა მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები჻ რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი თუღა ვერიდები჻

377. ასმათ მითხრა მე მიბრძანა, ესე ვქმნათო ესე სჯობდეს჻ ვინცა გნახოს ჩემგან მისსა, საუბარსა ვერა სცნობდეს჻ ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს჻ დაცამვედრა ამირბარსა, უთხარ ასრე ნამუსობდეს჻

378. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა჻ მისი მზესაცა რიდება, ჰქონდის ნახვისა ვისისა჻ მისგან მომეცა მოსმენა, არ საუბრისა მქისისა჻ ვისთა შუქთაგან უკუნსა, ჰგვანდის სინათლე დღისისა჻

379. ასმათს მივართვი რჩეული, თვალი ოქროსა ჯამითა჻ მან მითხრა არა არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა჻ ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა჻ ესე კმა ნიშნად სავსე ვარ, სხვად ხელის შესაბამითა჻

380. ქალი ადგა წამოვიდა, მე ლახვართა გულსა მრიდეს჻ ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს჻ შევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს჻ მხიარულმან საბოძვარი, გავეც ზამი გაადიდეს჻

წიგნი ტარიელისა ხატაელთანა და კაცის გაგზავნა჻

381. გავგზავნე კაცი ხატაეთს, და წიგნი ჩემმაგიერი჻ მივსწერე მეფე ინდოთა, არისმცა ღმრთულებრ ძლიერი჻ მათი ერთგული გაძღების, ყოველი სული მშიერი჻ ვინცა ურჩ ექმნას იქმნების, თავისა არმადლიერი჻

382. ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით჻ ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით჻ თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით჻ სჯობს რომე გვნახნეთ თავისა, სისხლთა ნუ ეზიარებით჻

383. კაცნი გავგზავნენ მე გულსა, უფრო მომეცა ლხინები჻ დარბაზს ვიშვებდი დამევსო, ცეცხლი წვად მოუთმინები჻ მაშინ სოფელმან საწუთრო, მიუხვის რაცა ვინები჻ აწ ხელმქმნა რომე საახლოდ, მხეცთაცა მოვეწყინები჻

384. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი჻ ჩემთა სწორთაგან იყვნიან, ჩემს წინა ნადიმობანი჻ მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან, სურვილთა დიადობანი჻ ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი჻

ნესტანისაგან ტარიელის ხმობა჻

385. დღესა ერთსა საწოლს მოვე,, მეფისა სრით წამოსრული჻ ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული჻ წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული჻ კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული჻