... (Q-1541), 1712 წ.

350. იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია჻ მე მოვახსენე პატრონო, გული აწ უფრო მრთელია჻ ცხენსა შეჯდომა მამინდა, ვნახნე წყალი და ველია჻ ცხენი მამგვარეს შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია჻

351. გამოვედით მოვიარეთ, მოედანს და წყლისა პირსა჻ ჩემსა მივე და ვაბრუნვე, მეფე მამყვა სახლთა ძირსა჻ შინა მოვე უარ გავხე, სხვა და მერთო ჭირი ჭირსა჻ ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი, ამის მეტსა რაღა ღირსა჻

352. ზაფრანის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა ბანამან჻ გული უფრორე და მიჭრა, ათი ათასმა და ნამან჻ საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანამან჻ ვთქვი თუ რა იცის ამბავი, ნეტარ ან იმან ანამან჻

353. მონააო ასმათისი, რა იცისო ვარქვი ჰკითხე჻ შემოვიდა სააშიკო, წიგნი მომცა წავიკითხე჻ გამიკვირდა სხვად ვითამცა, ვჰქენ გულისა მწველთა სითხე჻ მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე჻

354. მე გამიკვირდა სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა჻ მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა჻ ჩემგან იმედსა გარდიწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა჻ დავსწერე რაცა პასუხად, მართებდა აშიკობასა჻

355. დღენი გამოხდეს მე გული, უფრორე დამწვეს მე ალთა჻ ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა჻ დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა, დამიწყეს მოსლვა მრავალთა჻ მაშინ და ვიწყე გარდახდა, სოფლისა ლხინთა და ვალთა჻

356. მათ ვერა მარგეს მე გულსა, ბინდი და მეც ბნელისა჻ სხვამან ვეარავინ შემიტყო, დება ცეცხლისა ცხელისა჻ სისხლი დამწამეს მეფემან, ბრძანა გახსნევა ჴელისა჻ გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა჻

357. ჴელ გახსნილი სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა჻ ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ თუ თქვა რა ძინა჻ მონააო ასმათისი, შემოყვანა უთხარ შინა჻ გულსა შინა დაუზრახე, რა მპოვაო ანუ ვინა჻

358. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასასა჻ წიგნსა შევატყევ ლამოდა, მოსვლისა მოსწრაფებასა჻ პასუხად ვსწერდი ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა჻ მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ, მოსლვისა დაზარებასა჻

359. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი, ეგე ვითა დაგალობენ჻ ამილბარი ვარ ჴელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ჻ აზრად შეიქმნ საქმესა, ათასჯერ შეიწონებენ჻ თუ შეიგებენ მე მათთა, არეთა არ მარონებენ჻

360. კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო ამბისა სმენება჻ მოყვანა უთხარ ებრძანა, ქნაცა სისხლისა დინება჻ მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება჻ წინაშე მოვალ ამისთვის, კვლავ უფრო მართებს ლხინება჻

361. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს, ამის მეტსა ნუიქ აბა჻ ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა჻ შეჯდა ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა჻ მშვილდოსნები გასაგანნა, იტყოდიან შაბა შაბა჻

362. შინა დავსხედით ნადიმად, მას დღესა მინდორს რებულნი჻ მომღერალნი და მუტრიბნი, არ იყვნეს სულ დაღებულნი჻ მეფემან გასცნა მრავალი, თვალნი ღარიბად ქებულნი჻ აუვსებელნი არ დარჩეს, მას დღესა მათნი ხლებულნი჻

363. ვეცდებოდი არა მცალდა, სევდისაგან თავის კრძალვად჻ ვიგონებდი ცეცხლი უფრო, მედებოდა გულსა ალვად჻ ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად჻ შევჰქმენ სმა და ნადიმობა, პატიჟთა და ჭირთა მალვად჻

364. მოლარემან შინაურმან, ყურსა მითხრა ნაუბარი჻ ქალი ვინმე იკითხავსო, ინახვისცა ამილბარი჻ ზეწარითა მოუბურავს, პირი ბრძენთა საქებარი჻ ვარქუი საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი჻

365. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით, აემზადნეს ასაყრელად჻ შარდი ვუთხარ ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად჻ გამოვე და საწოლს შეველ, მონა მოდგა კარსა მცველად჻ გული მივეც თმობა ქმნათა, აუგისა საკრძალველად჻

366. კარსა შევდეგ ქალი წინა, მომეგება თაყვანის მცა჻ მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე, კურთხეულ არს ვინცა ღირსმცა჻ გამიკვირდა მიჯნურისა, თაყვანება ექმნა ვისმცა჻ ვთქვი არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა წყნარად ზისმცა჻

367. შევე დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა჻ ჩემსა ახლოს დასაჯდომად, თავი მისი არ აღირსა჻ ვარქვი მანდა რად ზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა჻ მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვაძვირსა჻

368. მითხრა დღე ეგე სირცხვილად, მედების გულსა ალობა჻ გგონია ჩემგან წინაშე, მაგისთვის მომავალობა჻ მაგრა აწ მიდებს იმედსა, შენგან ცდისაღა მალობა჻ ამას თუ ღირს ვარ ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა჻

369. ადგა მითხრა თქვენს კრძალვასა, ჩემგან ცნობა უბნევია჻ ნუ მეჭვ რაცა პატრონისა, ბრძანებასა უთქმევია჻ ეზომ დიდსა შემართებად, გულსა მისსა უთნევია჻ ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმნევია჻