ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

371. აქიმნიცა იკუირვებდეს: “ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყუა მცთარი წამერია, დედოფალი, ზღვასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

372. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკუდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხუდი რასმე მიუმხუდარი; ვთქუი, თუ: “ჰაჲ- ჰაჲ, რას შიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამჴდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყუა სამუდარი.

373. “ვთქუი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქნა და მორევჯობდი, გული წყლული გავიკურნე.

374. “ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მომდიოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხუა ყუელაი უჩუმოდა.

375. “იქით და აქათ მომისხდეს, მახურიტეს სახურეტელია; მე მოვაჴსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახო წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

376. წამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყუა სახლთა ძირსა. შინა მიველ, უარ გავჴე, სხუა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქუი, თუ: “მოვკუდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირს-ა!”

377. “ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყუანა მან; ვთქუი, თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან!”

378. “მონააო ასმათისი” “რა იცისო, ვარქუი, ვჰკითხე”. შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკუირდა, სხუად ვითამცა ვქენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭუი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

379. “მე გამიკუირდა, “სით უყუარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყუედს, მერმე დამიწყებს გმობასა”. დავსწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

380. “დღენი გამოჰჴდეს, მე გული უფრორე დამწვეს კულა ალთა, ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მიველ; მკურნალთა დაიწყეს მოსვლა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

381. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხუამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამა; მეფემან ბრძანა გაჴსნევა ჴელისა, გავიჴსენ ფარვად თავისა, არვისგან საეჭველისა.

382. ჴელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქუას, რა მინა. “მონააო ასმათისა”. შემოყუანა უთხარ შინა. გულსა შინა დაუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინა?!”

383. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყვევ,ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: ჟამია, მართალ ხარ გაკუირვებისა; მოვალ, თუ მიჴმობ, მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა.

384. “გულსა ვარქუი თუ: “ლახუარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამილბარი ვარ, ჴელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

385. “კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბისა სმინება”. მოყუანა უთხარ; ებრძანა: “ქნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ჴელი გავიჴსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთჳს კულა უფრო მმართებს ლხინება”.

386. “დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსუა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გაასაგნა, ყიოდიან: “შაბაშ, შაბა!”

387. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თუალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

388. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქუიან ალვად, შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

389. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახვისმცა ამილბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი;’’ უთხარ: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნაჴმობარი”.

390. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად; შარდი უთხარ:– “ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად”; გამოველ და საწოლს შეველ, მონა მიდგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად.