... (H-167), XIX ს.

177. ვარდი. მის. მზისა. გაყრილი. უფრო. და. უფრო. ჭკნებოდა. გულსა. უთხრის. თუ. დასთმეო. ამად. არ. დია. ბნდებოდა. უცხო. უცხოთა. ადგილთა. საძებრად. იარებოდა. მგზავრთა. ჰკითხევდის. ამბავთა. მათთანა. ემოყვრებოდა.

178. მუნ. ეძებს. ცრემლი. მტირალსა. სდის. ზღვათა. შესართავისად. უჩნდის. ქვეყანა. ტახტად. და. მკლავი. სადებლად. თავისად. თქვის. საყვარელო. მოგშორდი. გული. შენ. დაგრჩა. ვთქუა. ვისა. შენთვის. სიკვდილი. მეყოფის. ლხინად. ჩემისა. თავისად.

179. ყოვლი. პირი. ქვეყანისა. მოვლო. სრულად. მოიარა. ასრე. რომე. ცასა. ქვეშე. არ. დაურჩა. არ. იარა. მაგრა. იგი. მის. ამბისა. მსმენელსაცა. ვერ. მიმხვდარა. ამა. შიგან. წელიწადი. სამი. სამ. თვედ. მიიყა.

180. მიხვდა. რასმე. ქვეყანასა. უგემურსა. მეტად. მქისსა. თთვე. ერთ. კაცსა. ვერა. ნახავს. ვერას. შვილსა. ადამისსა. იგი. ჭირი. არ. უნახავს. არ. რამინს. და. არცა. ვისსა. დღე. და. ღამე. იგონებდა. საყვარელსა. მასვე. მისსა.

181. მას. მიხვდა. წევრი. სადგურად. მაღლისა. მთისა. დიდისა. გამოჩნდა. მუნით. მინდორი. სავალი. დღისა. შვიდისა. მის. მთისა. ძირსა. წყალი.დის. არათ. სანდომი. ხიდისა. ორგნითვე. ტყესა. შეეკრა. ნაპირი. წყლისა. კიდისა.

182. ზედ. წაადგა. შეექცევის. დროთა. დღეთა. ანგარიშობს. თვენი. ესხნეს. ორნიღაა. ამად. სულთქვამს. არა. იშობს. ვათუ. საქმე. გამიმჟღავნდეს. კვლავ. ამისთვის. გულ. მოშიშობს. ავსა. კარგად. ვერვინ. შესცვლის. თავსა. ახლად. ვერვინ. იშობს.

183. საგონებელი. შეექმნა. დადგა. საქმისა. მრჩეველად. თქვა. თუ. დავბრუნდე. ეზომი. ხანი. რად. დავყავ. მე. ველად. ჩემსა. რა. ვკადრო. მნათობსა. ვიყავ. რად. დღეთა. მლეველად. მისი. ვერა. ვსცნა. ჭორნიცა. ვარ. ვისთა. გზათა. მკვლეველად.

184. თუ. არ. დავბრუნდე. საძებრად. დავყვნე. სხვანიცა. ხანანი. რომელსა. ვეძებ. ვერა. ვსცნე. ამბავნი. მე. მისთანანი. დრო. გარდაუწყდეს. შერმადინს. შერჩეს. ღაწვისა. ბანანი. მივიდეს. ჰკადროს. მეფესა. საქმენი. დასაგვანანი.

185. უამბოს. ჩემი. სიკვდილი. თვით. ჩემგან. დავედრებული. მათ. შექნან. გლოვა. ტირილი. ქმნან. საქმე. გამწარებული. მერმე. მივიდე. ცოცოხალი. მე. სხვაგან. სადმე. რებული. ამას. იგონებს. ტირილით. გონება. შეიწრებული.

186. იტყვის. ღმერთო. სამართალი. შენნი. ჩემთვის. რად. ამრუდენ. მე. ეზომნი. სიარული. კიდე. გლახ. რად. გამიცუდენ. გულით. ჩემით. სიხარულნი. აჰფხვრენ. ჭირთა. დააბუდენ. დღეთა. ჩემთა. ცრემლნი. ჩემნი. ვერათოდეს. დავიყუდენ.

187. კვლავცა. იტყვის. დათმობა. სჯობს. და. თავსავე. ეუბნების. დღეთა. მეტად. ნუ. მოკუდები. გული. ჩემი. ნუ. დადნების. უღმრთოდ. ვერას. ვერ. მოვაწევ. ცრემლი. ცუდად. მედინების. განგებასა. ვერვინ. შესცვლის. არ. საქმნელი. არ. იქმნების.

188. თავს. უთხრა. მოკვე. გიჯობს. სიცოცხლეს. აუგიანსა. მიხვალ. დაგხვდების. თინათინ. ანათებს. დღესა. მზიანსა. გკითხოს. მის. ყმისა. ამბავი. რა. გმართებს. ვაგლახიანსა. იგონებს. წამწამ. მიყვების. ტყის. პირსა. შამბნარ. წყლიანსა.

189. ყოვლნი. არსნი. ცათ. ქვეშე. ერთობ. სრულად. მამივლიან. მაგრამ. საქმე. იმ. კაცისა. ვერა. სადა. შემიგნიან. უღონიოდ. მართალ. იყვნეს. რომელთაცა. ქაჯად. სთქვიან. აწ. ტირილი. არას. მარგებს. ცუდად. ცრემლნი. რასა. მდიან.

190. მთით. ჩამოვიდა. ავთანდილ. გავლო. წყალი. და. ტყენია. მინდორს. აცორვებს. ტაიჭსა. შეჟღრენით. მონაწყენია. გასცუდებოდეს. მკლავნი. და. მისი. სიამაყენია. ბროლისა. ველსა. სტურფობდეს. გიშრისა. მუნ. საყენია.

191. მობრუნება. დააპირა. სულთქნა. მერმე. ივაგლახა. მას. მინდორსა. დაემართა. გზა. თვალითა. გამოსახა. თვესა. ერთსა. სულიერი. კაცი. არსად. არ. ენახა. მხეცნი. იყვნეს. საშინელნი. მაგრა. არა. შეუზახა.

192. თუცა. მხეცქმნილი. ავთანდილ. გულამოსკვნით. და. კუნესითა. ეგრეცა. ჭამა. მოუნდის. ადამის. ტომთა. წესითა. ისრითა. მოკლის. ნადირი. როსტომის. მკლავუგრძესითა. შამბისა. პირსა. გარდახდა. ცეცხლი. დააგზო. კვესითა.

193. ცხენსა. მისცა. საძოვარი. ვირე. მწვადი. შეიწოდეს. ექვსნი. რამე. ცხენოსანნი. ნახა. მისკენ. მოდიოდეს. თქვა. თუ. გვანან. მეკობრეთა. თვარა. კარგი. რამც. იცოდეს. აქა. კაცი. ხორციელი. კვლა. ყოფილა. არაოდეს.

194. ხელთა. ქონდა. ისარ. მშვილდი. მათკენ. მივა. მხიარული. ორთა. კაცთა. წვეროსანთა. ყმა. მოყვანდა. უწვერული. თავსა. იყო. დაკოდილი. შეებნიდა. სისხლსა. გული. ტიროდეს. და. იჭიროდეს. ცოტა. ედგა. მას. გლახ. სული.

195. უყივლა. თუ. ძმანო. ვინ. ხართ. მეკობრეთა. დაგამსგავსე. მათ. მიუგეს. დაგვიწყნარდი. გვიშველე. რა. ცეცხლნი. ავსე. ვერა. გვარგო. მოგვიმატენ. ჭირი. ჭირთა. მოგვისავსე. სატირელნი. მოგვიტირენ. ღაწვნი. შენცა. დაიმხავსე.

196. ავთანდილ. მიდგა. ეუბნა. მათ. კაცთა. გულ. მდუღარეთა. მათ. უთხრეს. მათი. ამბავი. ტირილით. მოუბარეთა. ჩვენ. ვართო. ძმანი. სამნივე. მით. ვიდენთ. ცრემლთა. მწარეთა. დიდი. გვაქვს. ციხე. ქალაქი. ხატაეთს. არე. მარეთა.