ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1947. შუბნი შემოსცნა ხვარაზმშაჰ ტარიელ მკერდსა შელეწნა ვერ გაუტეხნა აბჯარი ვერცა თუ სადმე დახვეწნა ვაქებ ვინ გმირი ასეთი ან სარო ალვა ახეწნა ტარიელ რხმალი ხვარაზმშას ცხენსა ჰკრა ყოლ არ აძეწნა

1948. ტარიელ ცხენი ხვარაზმშას მოუკლა მუნვე დაეცა უფიხე იბრძვის ქვეითსა ხრმალი უნდოდა დაეცა ყმა აღარავინ იახლა რომ ადრე ცხენსა აეცა ამისთვის მარტო იბრძოდა არათ ღონითა გაექცა

1949. დაშვრა მოსჭირდა მარტოსა მრავალი ხრმალი ექნია გაუტყდა რხმალი და ლახტი მართ ვითა მშვილდი შეჰქნია ამისთვის სპათა სიმრავლე მრგვლად ალყად გარე შე[....] ხელთა შეიპყრეს დაბნელდეს მისთვის მნათობთა შუ[....]

1950. ტარიელ ნახა ხვარაზმშაჰ საკლავად გამართებული გაეხარნეს და შეექნა პირი მზებრ წარმართებული თქვა კმარის ჩემთვის ღმრთისაგან წყალობა დამართებული აწ აღარავის მოვაკლევ მეფეა წარმართებული

1951. მოვიდა გააშვებინა დიდი ხვარაზმთა მფლობელი ცხენი მოჰგვარეს და წყნარად შესვა მართ ვითა მხმობელი მოვიდეს მისნი ძმად ფიცნი მოლოცვა წარმომთხრობელი თქვეს ხვარაზმშას დარჩომა ყოლ არა იყვნეს მგმობელი

1952. მობრუნდეს გამარჯვებულნი ჩამოხდეს ჩრდილთა ხეთასა ტურფათა რასმე ბაღთასა ყოლ არ კატართა ტყეთასა მათ ნაომართა შვენოდა მჯობდა მჯობთა ყოველთა მხნეთასა თქვესთუ ვაჯობოთ ესე დღე მეტად ყოველთა დღეთასა

1953. გამოისვენეს მაშვრალთა აბჯრითა ტანსა ახდითა პურობა სუმა სიმღერითა სოფლისა ხელთა დახდითა მათი მებრზოლი მას დღესა მკვდრად ჩნდა არმისა წახდითა ხვარაზმშაჰ იჯდა ფერხითა მსგავსად ფერისა დახდითა

1954. დილასა ფრიდონ ავთანდილ და სხვათა სპათა თავნია ტარიელისსა მოვიდეს დახვდეს ლაშქარნი შავნია აწ მათგან სამოციქულოდ კაცი ჩანს შენაგზავნია შესთვალეს ღ~თნ პატივგცა ტყვედ გყვანან შენნი მავნია

1955. ვინათგან ღ~თნ პატივი ეგზომი დაგდვა დიდებით გმართებს რომ იყო საღმრთოსა საქმესა ზედა რიდებით აწ შენ რადმცა ჰქენ ეგ საქმე პირველსა ზედა მიდებით პირი აიღეთ გაუშვით ხვარაზმშას ამოდ მშვიდებით

1956. ტარიელ გასცა პასუხი მეტად წყნარი და მჭევრები ღმთისაგან მე მჭირს წყალობა და თქვენგან დიდი ბევრები აწ სამჯერ თქვენგან დადგმულა ჩემთვის შუბისა ტევრები დარცეს გაუშვით ხვარაზმშაჰ აგრევ თავადი ბევრები

1957. შევიდეს ნახეს ტარიელ და მადლსა გარდაიხდიდეს მერმე ადგეს და ხვარაზმშაჰ სად იყო მუნა მივიდეს უსალამეს მათ ორთავე თავის თავის მოიმშვიდესა გვერდსა დაუსხდეს ნაკრავთა უქებდეს და გაიცდიდესა

1958. მერმე ჰკადრეს ჰე ხვარაზმშა ხელმწიფეო ბედნიერო მორჭმულო და თვით მპყრობელი ზნე უკლებო გონიერო გვიკვირს რაცა თქვენ გიქნია პირველ კაცო მეცნიერო რად აშვილეთ შვილი თქვენი ყოვლით ზნითა შვენიერი

1959. თუ გასმიოდა ტარიელ ნახვითა ანუ სმენითა მემკვიდრე სადმე არისო რად არა მოიხენი თა აწ გარდაუშვით პირველი სისხლი პირითა ჩვენითა აქათ წადით და მეფობით ბრძნითა გონებაენითა

1960. ხვარაზმშა წყნარი სიტყვები თქვნა ბრძენთა სწავლა რიგისა პირველად ქება ავთანდილს და ნურადინს მიუგისა მე თქვენი ქება ვითა ვთქვა ბუდე ვარ აწ აუგისა მკლავს სირცხვილისა ლახვარი ბასრისა შუბ დაუგისა

1961. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა სასიძოდ ჰინდოთ მეფესა მაშინ არსადით ვიცნობდით ტარიელს სისხლთა მჩქეფესა უმკვიდროდ ყოფა ეწერა მას წიგნსა მათსა სეფესა ამად ვერ მივხვდი მიგმობდით ჭკუასა დანაყეფესა

1962. ჰმართებდა თუმცა ტარიელს ებრძანა ჩემთვის კაცითა მართ ერთხელ ვითა ეგრეცა არ მრავლად კვლა და კვლაცითა მე ვარ მემკვიდრე პატრონი მე მმართებს ღმრთითა და ცითა ნუ მოსცემ შვილსა თვარ დავხვდე რაზმითა ცემა ტკაცითა

1963. თუ მაშინ არ დამეშალა თქვენ უმართლე ხართ მდურვასა მე თავსაცავე ვაბრალობ მას საშინელსა ურვასა მაგრა უმეცრად შთავიჭერ ცრემლთა მორვისა ცურვასა ამად ვერავინ დამიშლის გულსა სისხლისა წურვასა

1964. ეს ასრე იყო რაც გკადრე თქვენცა გასმოდეს მგონია თვარ გაიკითხენ ჰინდონი გკადრებენ უშმაგონია ავთანდილ ჰკადრა მეფეო ესე ვერ გაგიგონია მაგისთანანი სიტყვანი აწ არად სავარგონია

1965. თავმან თქვენმან თუ მოგვისმენ ამას გკადრებთ დაუცდომლად სჯობს წახვიდეთ ტახტსა თქვენსა იყვნეთ სისხლთა დამთმო მჯდომლად არა გაკლდეს დიდებისა ხელი ცათა შეუცთომლად შენდობა ხამს რადგან ადამ აღარ დარჩა შეუნდობლად

1966. ხვარაზმშა ბრძანებს ვინათგან თქვენ გწადს აგრე ვქნათ ვით ბრძანეთ მაგრა ნახეთ რა ძნელია ესე კარგად გაიგონეთ წინაშე ვარ გარდაუშვებ რადგან ასრე მიზაბუნეთ შემაკითხეთ სპათა ჩემთა თარას გვერდსა შემაგონეთ