... (S-4499), XVII ს.

1902. სოფელი: ამად: გვაღორებს: გვღებავს: ფერად: რა: მინისა: ჟამად: გიუცის: რაც: სთხოვი: ესე: მთნავს: ესრა: მინისა: ანაზდად: გაგტეხს: რა: გკადრო: ჭიქისა: ან: რა: მინისა: ჩემსა: არ: ჯერხართ: სახედ: გიც: ვისისა: და: რამინისა:

1903. არ: გაუთავდეს: არავის: ესე: სოფელი: წამიერ: ისწრაფის: მუნვე: მიქცევად: მოკვდავი: ეს: მიწა: მიერ: მას: ნეტარ: ვინცა: სიმართლით: წავიდა: უბიწ: ამიერ: ცუდია: აქა: მეფობა: სულობით: ვერ: იწამიერ:

1904. თქუენცა: ისმინეთ: მეფენო: მთავარნო: და: დიდებულნო: არა: ძალით: თქუენით: რას: მქნელნო: ღ~თისგან: გადიდებულნო: თვისნო: არ: თვისნო: მშვინაშვნო: ძმანო: და: მადიდებულნო: აწ: განეყავით: გლახაკთა: ლარნო: აქამდი: დებულნო:

1905. იყუენით: მართლ: მსაჯულობით: სიმართლის: მიმსახველობით: ღ~თის: შიშით: სჯულთა: მტკიცნობით: მცნებათა: დამარხველობით: ქვრივთა: ობოლთა: წყალობით: გლახაკთა: გამკითხველობით: არ: ბნედით: არ: აშიკობით: არ: გაჭრით: არ: ახ: ველობით:

1906. მიუნდობელო: სოფელო: რას: ბრუნავ: რას: მუხანათობ: ოდესმე: სწუხ: და: აბნელებ: ოდესმე: არ: სწუხ: ანათობ: არვის: მიგუინდობ: წამ: ერთცა: ჟამთა: არვებ: თუ: ხანათობ: დაგუწვავ: კვამლურებ: ბნელითა: არ: ვითა: ხე: მუხა: ნათობ:

1907. უხვაიშნოო: წყეულო: მოდი: სიკუდილო: მომკალო: მომზადენ: ცული: მოლესენ: ჩემო: უჟამოდ: მომკალო: თქუენთვის: შევიქენ: საჭმელად: ჭიანო: მჭადმით: მომკალო: ჩემი: გავწელე: დავაგდე: ამ: სოფლის: დადგმა: მომკალო:

1908. მოდით: მომიზღეთ: მიჯნურნო: ცრემლნი: რომ: ისესხენითა: მიჯნურნო: ეგზომ: ტურფანი: ჩემებრ: სხვას: ვის: ესხენითა: გარდაეშალე: ბროლზედა: ყორნისებრ: თმის: ესხენითა: აღელდი: მელნისა: ტბაო: გიშრის: ტყის: ძირს: ესხენითა:

1909. ვეღარ: ხელმქნილობ: ჩემებრივ: აშიყნო: მე: აწ: არ: ენით: თანა: მამყევით: მიჯნურნო: საფლავის: არე: წარენით: ცრემლნი: დასთხივეთ: თქუენ: ჩემთუის: გლახ: თავნი: გაიმწარენით: საფლავი: სრად: და: საწოლად: სუდარი: მიზეწარენით:

1910. აწ: მშვიდობითმც: არს: რომელმან: რჯული: მით: დამადინაო: მშვიდობით: ტურფავ: მაჩიდნო: მაქაო: და: მადინაო: სოფელმან: მგზავსად: წყაროსა: სისხლის: რუ: დამადინაო: გულით: მით: წიფობს: მომენდე: შენ: არად: ამადინაო:

1911. თქუენცა: მშვიდობით: პატრონნო: მსაჯულნო: ჩემებრ: მეფენო: საჴელმწიფენო: ჭურჭელნო: ოქსინოვ: ქუეშე: მეფენო: თავადნო: სპანო: მტერთათვის: ლომებრ: მბრდღვინაო: სეფენო: ყოვლნი: მტიროდით: საბრალოდ: ჩემთუის: ცრემლისა: მჩქეფენო:

1912. თქუენცა: მშვიდობით: მშობელნო: აწ: ჩემთვის: ჭმუნვით: გასულნო: თვისნო: ტომნო: და: ძმანო: და: შვილნო: ძენო: და: ასულნო: იარაღნო: და: მონანო: აწ: ჩემგან: სხუაგნით: წასულნო: აწ: მიიბარეთ: გლახ: სული: ზეცისა: ძალთა: დასულო:

1913. ვაიმე: დაისხნეს: კავშირნი: არ: მფეთქენ: მე: მაჯანია: ცუდ: იქმნეს: მკლავნი: მაგარნი: ვაი: მტერთა: მემაჯანია: მკლავნი: რომელსა: ვერ: ბრძოდა: იგ: დევი: ქაჯმაჯანია: გამოისალმნეს: გაუშვა: ქუე: მდგომმან: ჴორცმან: ჯანია:

1914. ესე: ისმინეთ: ყოველთა: დიდმან: მცირემან: მონამან: თვით: არ: გეწიოს: რაც: ავი: სთქუა: სხუათა: დანაგმონამან: დარეჯანს: ესმა: ანდერძი: სრულყპ: არ: დანაბრკონამან: არე: ვარდისა: მელნის: ტბამ: აღელდა: მორწყო: მონამან:

1915. ანდერძი: სრულ: ყო: გარდაჴდაენავ: დაიყავ: პირო: და: ნესტანდარეჯან: მოსთქმიდა: სისხლის: ცრემლითა: ტიროდა: იგიცა: მოკვდა: არა: თქვა: სიცოცხლე: დავაპირო: და: შვილნი: ტიროდეს: შეიქმნა: გლოვა: არ: სტვირი: ყვიროდა:

1916. ჰგუანდეს: დაბნელდეს: თუ: მზენი: ან: ერთგან: ორნი: მთვარენი: სდიოდა: მგზავსად: ნილოსა: მუნ: ცრემლნი: მონაღუარენი: ვნახე: და: დავკრთი: სოფელსა: და: თავნი: სხვაგნით: ვარენი: ვთქუი: თუ: მივენდო: ღმერთსა: და: ბრალინმცა: აღუარენი:

1917. მტირალთა: პირ: დახოკილთა: მჴართა: იტვირთეს: აიღეს: იგ: უსახონი: მიჯნურნი: თაბუთისაკენ: წაიღეს: იარაღიცა: ტურფანი: მათნი: მათთანა: გაირეს: ცისა: მნატობნი: ტიროდეს: სული: აროდეს: დაიღეს:

1918. მდუღარად: ტიროდეს: შვილნიცა: მათნი: ძენი: და: ქალნია: მოსთქმიდეს: მზენო: სოფელმან: ვითარ: მოგჴადა: ყალანი: ოჴრად: უთქუენოდ: ყოველნი: ცეხე: ქალაქი: ყალანი: დაგუწვენ: ცეცხლისა: გვედების: უწყალოდ: ჩუენ: აქ: ალანი:

1919. ძე: მამას: მწარედ: მოსთქმიდა: ცრემლი: სდიოდა: სალამე: ვაი: გაგეყარე: გმირო: და: დათხოვით: მოგესალამე: თავს: დაილეწა: კაპარჭი: გული: კლდე: მაქუსო: სალა: მე: ვაი: ჯავრნი: შენნი: სოფელნო: მაჭამე: კვლავ: სამსალა: მე:

1920. მაღორებლისა: მუხთლისა: სოფლისა: წესი: ბარ: ესა: ყოვლთა: მოაწევს: ბოლოდ: ჟამ: ტკივილსა: სალმობარესა: იგი: სოფლისა: ჯავარნი: საფლავთა: მიაბარესა: ზედა: მიწანი: მიყარეს: მინიჩბეს: მიაბარესა:

აქა კიდევ სხვა ანდერძი ტარიასა და ნესტან დარეჯანისაგან სოფლის გამო: