ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1489. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყუის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “ თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რადგან მიხუდა დაკარგული ლომი მზესა წაჴდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თუალთა მილსა”.

1490. “ვინ ღირს ა თქუენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქუენთჳს სიკუდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა”. კულა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რათ იქ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1491. მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გაჴდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ჴმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1492. შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია; შორს უარებდეს სარანგნი, ჴელთა აქუს მათ აბჯარია; მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭურეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1493. გადაჴდეს და ფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერჴთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯნისა ფრიდონისგან

1494. მათ ქალ ყმათთჳს საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული, წითელ ყუითლითა თუალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული; ავთანდილისთჳს ყუითელი და შავი ერთგან რეული; მოვიდეს, დასხდეს; მჭურეტელი ვსცან მათი სულ დალეული.

1495. მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ჴმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1496. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კუერცხი ბატისა, კულა ერთი თუალი სამგზავსო მზისა შუქ მონამატისა, მას წინა ღამით ძალ ედვა მხატვარსა ხატვა ხატისა.

1497. კულა უძღვნა თჳთო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა, მგრგულად დათლილისა თუალისა, იაგუნდისა მრთელისა; კულა მოაქუს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ჴელისა, ავთანდილისთჳს ლომისა ძღვენი ფრიდონის ქუელისა.

1498. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა. ავთანდილს უძღვნა .ყუელაი არა სიტყუითა წბილითა. აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა, ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყუითა ტკბილითა.

1499. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა; ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა; დღე და ღამე არ გასწყუეტდის ჩაღანა და ჩანგი ჴმასა. აჰა. მიხუდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1500. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყუები გულისა: “არს გული თქუენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქუენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1501. “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთჳს თავისა დადება, აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა მოჴმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო საჴმილი, ეგრე მისიცა ჴმა დება.

1502. “უთხრა: “ძმაო, რა გარდიჴდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისსა ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა, შენთჳს გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1503. აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეჴმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები; ტკბილი სიტყუითა გავმართოთ და ჴრმლითა საომარები: თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები.

1504. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა; თქუა, თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა, ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა.

1505. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებითა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა; მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭუ რასაცა თნებითა?”

1506. “რა მოვა ჩემთჳს განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა საჴმილთა ლხენანი; მაშინ ღა მამხუდეს მოკუდავსა მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მიდამო რბენანი.

1507. “მიდი და ჰკითხე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი; ვარ მუცლითგანვე დედისა თქუენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მქნას, ვირ მეფე იყო ცნობილი.