... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

891. არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე რა გერგების჻ არ თუ იცი უგანგებოდ: არათ კაცი არ მოკვდების჻ მზისა შუქთა მომლოდინე: ვარდი სამ დღე არ დაჭნების჻ ბედი ცდაა გამარჯვება: ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების჻

892. მოახსენა ეგე სწავლა: ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს჻ გონიერსა მწურთელი უყვარს: უგუნურსა გულსა გმირდეს჻ მაგრა რა ვჰქნა რაგვარ გავსძლო: მეტის მეტი რა მიმჭირდეს჻ შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი: არ მამართლო არ მიკჳრდეს჻

893. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე: უგავს ამად აენთების჻ მაგრა წყალსა არსით ახლავს: თუ ჩავარდეს დაცაშრტების჻ რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს: სხვათათვისცა ეკარგების჻ თავიდაღმა რად არ იცი: გული ჩემი რაგვარ დნების჻

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცვისა჻

894. რა წამეკიდა ყუელაი: წურილად გიამბო ენითა჻ მერმეღა გაბრჭევ მართალი: მაგა გულითა ბრძენითა჻ შენ მოგელოდი მიმჭირდა: მოლოდინითა შენითა჻ ქუაბს ვეღარ გავსძელ მინდორად: მოვლა მამინდა ცხენითა჻

895. იმა ქედსა გარდავადეგ: იგი შამბნი მამეარნეს჻ ერთი ლომი ერთი ვეფხი: შეკრბეს ერთად შეიყარნეს჻ ჰგვანდეს რათმე მოყუარულთა: მათი ნახვა გამეხარნეს჻ მათ რა უყუეს ერთმანერთსა: გამიკვირდეს შემეზარნეს჻

896. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი: მოვიდეს ერთგან რებულნი჻ სახედ ვამზგავსე მიჯნურთა: ცეცხლნი დამევსნეს დებულნი჻ შეიყარნეს და შეიბნეს: იბრძოდეს გამწარებულნი჻ ლომი სდევს ვეფხი მიურბის: იყუნეს არ ჩემგან ქებულნი჻

897. პირველ ამოდ ილაღობეს: მერმე მედგრად წაიკიდნეს჻ თვითო ტოტი ერთმანეთსა: ჰკრეს სიკუდილსა არ დარიდნეს჻ გამოჰრიდა ვეფხმან გული: დედათამცა გამორიდნეს჻ ლომი მედგრად გაეკიდა: იგი ვერვინ დაამშვიდნეს჻

898. ლომსა დაუგმე ნაქმარი: ვარქვი არა ხარ ცნობასა჻ შენ საყუარელსა რად აწყენ: ფუ მაგა მამაცობასა჻ ჴრმალ გამოწვდილი გაუჴე: მივეც ლახვართა სობასა჻ თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ: დავხსენ სოფლისა თმობასა჻

899. ჴრმალი გავჰტყორცე გარდვიჭერ: ვეფხი შევიპყარ ჴელითა჻ მის გამო კოცნა მამინდა: ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა჻ მიღრინვიდა და მაწყენდა: ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა჻ ვეღარ გაუძელ იგიცა: მოვკალ გულითა ხელითა჻

900. რაზომსაცა ვამშვიდებდი: ვეფხი ვერა დავამშვიდე჻ გავგულისდი მოვიქნივე: ვჰკარ მიწასა დავაწყჳდე჻ მამეგონა ოდეს ჩემსა: საყვარელსა წავეკიდე჻ სული სრულად არ ამომჴდეს: რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე჻

901. აჰა ძმაო მითხრობია: ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს჻ სულთა დგმაცა არა მართებს: ასრე გასლვა რას გიკვირდეს჻ სიცოცხლესა გავეყარე: სიკვდილიცა დამიძვირდეს჻ ესე სიტყვა დაასრულა: ყმამან სულთქნა აცატირდეს჻

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა჻

902. ავთანდილცა მასთანავე: ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა჻ უთხრა დასთმე ნუ მოჰკვდები: გულსა სრულად ნუ დასჭრი და჻ ღ~თი მაგას მოწყალეობს: თუცა ჭირმან არ გაგრიდა჻ თუმც უნდოდით გასაყრელად: პირველ ერთად არ შეგყრიდა჻

903. სდევს მიჯნურსა ფათერაკი: საწუთროსა დაანაღვლებს჻ მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს: ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს჻ მიჯნურობა საჭიროა: მით სიკვდილსა მიგაახლებს჻ გასწავლულსა გააშმაგებს: უსწავლელსა გაასწავლებს჻

904. იტირეს და გაემართნეს: ქვაბისაკენ თავნი არნეს჻ რა ასმათმან დაინახა: განაღამცა გაეხარნეს჻ მოეგება მოტიროდა: ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს჻ აკოცეს და აცატირდეს: კვლავ ცნობანი ააჩქარნეს჻

905. ასმათ თქვა ღ~თო რომელი: არ ითქმი კაცთა ენითა჻ შენ ხარ სავსება ყოველთა: აღგვავსებ მზეებრ ფენითა჻ გაქო ვით გაქო რა გაქო: არ საქებელო სმენითა჻ დიდება შენდა არ მამკალ: ამათთვის ცრემლთა დენითა჻

906. ტარიელ იტყჳს ჰე დაო: მით ცრემლი აქა მდენია჻ საწურთო ნაცულად გვატირებს: რაც ოდენ გაგვიცინია჻ ძველი წესია სოფლისა: არ ახლად მოსასმინია჻ ვაი შენი ბრალი დავ თვარე: სიკვდილი ჩემი ლხინია჻

907. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის: კაცი უშმაგო ცნობილი჻ მე თვალთა ჩემთა მით მიკჳრს: რად ვარ ცრემლითა ლტობილი჻ უწყლობა ჰკლავს წყალი სდის: არ ოდეს არ გაჴმობილი჻ ვაი წარჴდა ვარდი პობილი: ვაი მარგალიტი წყობილი჻

908. ავთანდილსაც მოეგონა: მისი მზე და საყუარელი჻ იტყჳს ჩემო ვით ვეგები: მე უშენოდ სულთა მდგმელი჻ შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის: სიცოცხლია სანანელი჻ გითხრამცა ვით რა მჭირს: რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი჻