... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

852. ყმა გაემართა საძებრად: მტირალი ცრემლთა მფქვეველი჻ ეძებს უძახის უყივის: დღეებრ ღამეთა მთეველი჻ სამ დღემდი მოვლო მრავალი: ჴევი შამბნარი ტყე ველი჻ ვერ პოვა მივა მჭმუნვარე: ვერას ამბისა მცნეველი჻

853. იტყჳს ღ~თო რა შეგცოდე: ეგზომ დიდი რა გაწყინე჻ რად შემასწარ ამა ბედსა ჩემსა: რა სასჯელი მამივლინე჻ გამკითხველო გამიკითხე: აჯა ჩემი შეისმინე჻ დაამოკლე დღენი ჩემნი: ჭირნი ჩემი გამილხინე჻

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა჻

854. მივიდოდა მიუბნობდა: ყმა მტირალი ფერ შეცვლილი჻ ქედსა რასმე გარდაადგა: ველი აჩნდა მზიან ჩრდილი჻ ნახა შავი შამბთა პირსა: დგა სადავე უკუყრილი჻ თქუა უცილოდ იგიაო: არა უნდა ამას ცილი჻

855. რა შეხედნა ყმასა გულმან: გაუფეთქნა გაუნათდა჻ აქა ლხინი დაღრეჯილსა: უათასდა არ უათდა჻ ვარდმან ფერი გაანათლა: ბროლი ბროლდა სათი სათდა჻ ვით გრიგალმან ჩაირბინა: არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა჻

856. რა ტარიელ დაინახა: გაღანამცა დაეღრიჯა჻ ახლოს მყოფი სიკუდილსაღა ჯდა და პირი დაებღნიჯა჻ საყელონი გარდეხივნეს: თავი სრულად გაეგლიჯა჻ მას აღარა შეესმოდა: სოფლით გაღმა გაებიჯა჻

857. ერთკენ უც ლომი მოკლული: და ჴრმალი სისხლ მოცხებული჻ კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო: მკუდარი ქუე დანარცხებული჻ მას წყაროსაებრ თვალთაგან: ცრემლი სდის გაფიცხებული჻ მუნ აგრე გულსა უნთებდა: ცეცხლი მცხინვარე ცხებული჻

858. თვალთა ახმადცა ზარ ედვა: სრულად მიხდოდა ცნობასა჻ მიახლებოდა სიკუდილსა: მოშორვებოდა ნობასა჻ ყმა სახელდებით უყივის: ლამის სიტყჳთა კრთობასა჻ ვეღარ ასმინა გარდიჭრა: ძმა გამოაჩენს ძმობასა჻

859. ჴელითა ცრემლსა უწურავს: თვალთა ავლებდა საჴელსა჻ ახლოს უზის და უყივის: მართ სახელდობით სახელსა჻ ეტყჳს ვერ მიცნობ ავთანდილს: შენთვის გაჭრილსა და ხელსა჻ მას არა დია შეესმის: რეტსა თვალ დაუფახველსა჻

860. ესე ყველაი ასრეა: რაცა აწ ჩემგან თხრობილა჻ ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან: ცოტადრე მოაცნობილა჻ მაშინღა იცნა აკოცა: მოეჭდო მოეძმობილა჻ ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა: მათებრივ არვინ შობილა჻

861. უთხრა ძმაო არ გიტყუვე: გიყავ რაცა შემოგფიცე჻ გნახე სულთა გაუყრელმან: ფიცი ასრე დავამტკიცე჻ აწ დამეხსენ სიკვდილამდის: ვიტირო და თავსა ვიცე჻ მაგრა გვედრებ დამარხვასა: მჴეცთა საჭმლად არა მიმცე჻

862. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ: შენ საქმესა რად იქ ავსა჻ ვინ მიჯნური არ ყოფილა: ვის საჴმილი არა სწვავსა჻ ვის უქნია შენი მსგავსი: სხვათა კაცთა ნათესავსა჻ რად სატანას წაუღიხარ: რად მოიკლავ ნებით თავსა჻

863. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი: აპირებენ ამა პირსა჻ ჴამს მამაცი მამაცური: სჯობს რაზომცა ნელად ტირსა჻ ჭირსა შიგან გამაგრება: ისე უნდა ვით ქვიტკირსა჻ თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა჻

864. ბრძენი ხარ და გამორჩევა: არა იცი ბრძენთა თქმულებ჻ მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ: რას წადილსა აისრულებ჻ ვისთვის კვდები ვერ მიხვდები: თუ სოფელსა მოიმდურვებ჻ თავსა მრთელსა რად შეიკრავ: წყლულსა ახლად რად იწყლულებ჻

865. ვინ არ ყოფილა მიჯნური: ვის არ საჴმილნი სდებიან჻ ვის არ უნახვან პატიჟნი: ვისთვის ვინ არა ბნდებიან჻ მითხარ უსახო რა ქნილა: სულნი რად ამოგხდებიან჻ არ იცი ვარდნი უეკლოდ: არავის მოუკრებიან჻

866. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა: რამან შეგქმნა ტანად პირად჻ მიკვირს რად ხარ ეკლიანი: პოვნა შენი რადგან ჭირად჻ მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს: სჯობს იქნების რაცა ძვირად჻ ოდეს ტურფა გაიეფდეს: არღარა ღირს არცა ჩირად჻

867. რადგან ვარდი ამას იტყვის: უსულო და უასაკო჻ მაშა ლხინსა ვინ მოიმკის: პირველ ჭირთა უმუშაკო჻ უბოროტო ვის ასმია: რაცა კარგი საეშმაკო჻ რად ემდურვი საწუთროსა: რა უქნია უარაკო჻

868. ისმინე ჩემი თხრობილი: შეჯე წავიდეთ ნებასა჻ ნუ მიყოლიხარ თავისა: თათბირსა გაგონებასა჻ რაცა არ გწადდეს იგი ქენ: ნუ სდევ წადილთა ნებასა჻ ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი: რად მეჭუ რასაცა თნებასა჻

869. მან უთხრა ძმაო რა გითხრა: ძვრაცა არ ძალმიც ენისა჻ ძალი არა მაქვს ხელქმნილსა: შენთა სიტყვათა სმენისა჻ რად ადვილად გიჩნს მოთმენა: ჩემთა სასჯელთა თმენისა჻ აწ მივსწურვილვარ სიკუდილსა: დრო მომეახლა ლხენისა჻

870. ამას მოკუდავი ვილოცავ: აროდეს ვითხოვ არ ენით჻ აქა გაყრილნი მიჯნურნი: მუნამცა შევიყარენით჻ მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით჻ მოი მოყვრეთა დამმარხეთ: მიწანი მომაყარენით჻