ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

800. “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერიჴელითა აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითაჴელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. და სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

801. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. და მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

XXI. ლოცვა ავთანდილისა მიგზითას და გაპარვა მისი.

802. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, და მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო.

803. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენად-ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, და ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

804. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე! და თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

805. რა ილოცა, ცხენსა შესჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვამნი ადიადნა! მონა სტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ჰღვარნა, და პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

806. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავყვე წამავალსა. არ შეეჰქმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, და ხმობა ჰბრძანა ვეზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

XXII. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა.

807. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ჰნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, და აზომ რომე გაგათრივე შენ, ვეზირი გულის-გული.

808. “თუ რად გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე მართლად უსთქვამს მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე: ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, და აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლავდე”.

809. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, და კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

810. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან სთქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, და ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.

811. რა ვეზირი არ შევიდა, კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის და სთქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

812. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” და რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

813. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით, არ მხიარულად. მეფემან ჰკითხა: “წასულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო ფარულად: და “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

814. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი” პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი: და “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

815. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები; მაგრა მე რა ვქვნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები: გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, – და შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები,

816. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა, ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მახულსა, – და აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

817. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები, – შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები. ნუ-თუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, და მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”