... (Q-1541), 1712 წ.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი, დაგამოსცდის დიდი რბევა჻ მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა მარჯვედ ქნევა჻ მართ აგრევე მელექსეთა, ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა჻ რა მისჭირდეს საუბარი, და დაუწყოს ლექსმან ლევა჻

21. მაშინღა ნახეთ მელექსე, და მისი მოშაირობა჻ რა ვეღარ მიჴვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა჻ არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყვა მცირობა჻ ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა჻

22. მოშაირე არა ქვიან, თუ სადმე თქვას ერთი ორი჻ თავი ყოლა ნუ გონია, მელექსეთა კარგთა სწორი჻ განაღა თქვას ერთი ორი, უმსგავსო და შორი შორი჻ მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი჻

23. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა჻ არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა ჻ ვამსგზავსე მშვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა჻ დიდსა ვერ მოკვლენ ჴელად აქვს, ჴოცა ნადირთა მცირეთა჻

24. მესამე ლექსი კარგია, სანადიმოდ სამღერელად჻ სააშიკოდ სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად჻ ჩვენ მათიცა გვიამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად჻ მოშაირე არა ჰქვიან ვერას, იტყვის ვინცა გრძელად჻

25. ჴამს მელექსე ნაჭირვებსა, მისსა ცუდად არ აპრკვევდეს჻ ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს჻ ყოველას მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს მას ამკობდეს჻ მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს჻

26. ჩემი აწ სცანით ყოველთა, მას ვაქებ ვინცა მიქია჻ ესე მიჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია჻ იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია჻ მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს მიქია჻

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი, და ტომი გვართა ზენისა჻ ძნელად სათქმელი საჭირო, გამოსაგები ენისა჻ იგია საქმე საზეო, მომცემი აღმა ფრენისა჻ ვინცა ეცდების თმობასა, ჰქონდეს მრავალთა წყენისა჻

28. მას ერთსა მიჯნურობასა, უჭკვონი ვერ მიხუდებიან჻ ენა და შვრების მსმენელთსა, ყურნიც და ვალდებიან჻ ვთქუათ ხელობანი ქვენანი, რომელნი ჴორცთა ხუდებიან჻ მართ მასვე ბაძვენ თუ ოდენ, არ სიძვენ შორით ბნდებიან჻

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან, არაბულითა ენითა჻ მით რომე შმაგობს მისისა, ვერ მიხდომისა წყენითა჻ ზოგთა აქუს საღმრთო სიახლე, და შურების აღმა ფრენითა჻ [………………………...]ც ბუნება, კეკლუცა ზედა რბენითა჻

30. მიკვირს კაცი რად იფერებს, საყვარლისა სიყვარულსა჻ ვინცა უყვარს რად აყივნებს, მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა჻ თუ არ უყვარს რად არასძულს, რად აყივნებს რაცა სძულსა჻ ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა჻

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის, ტირს ტირილსა ემართლების჻ სიარული მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთულების჻ იგონებდეს მისგან კიდე, ანუ როდეს მოეცლების჻ არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს თუ კაცსა იახლები჻

ამბავი პირველ როსტევან არაბთა მეფისა჻

32. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი჻ მაღალი უხვი მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი჻ მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი჻ თვით მეომარი უებრო, კულავ მოუბარი წყლიანი჻

33. სხვა ძე არესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული჻ სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული჻ მან მისთა მჭურეტთა წაუღის, გული გონება და სული჻ ბრძენი ხამს მისად მაქებრად, და ენა ბევრად ასული჻

34. მისი სახელი თინათინ, არს ესე საცოდნელია჻ რა გაიზარდა გაივსო, მზე მისგან საწუნელია჻ მეფემან იჴმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია჻ გვერცა დაისვა დაუწყო, მან ამოდ საუბნარია჻

35. უბრძანა გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა჻ რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს დაამჭკნაროსა჻ იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა჻ მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უთენაროსა჻

36. მე გარდავსრულ ვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია჻ დღეს არა ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია჻ რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია჻ ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია჻

37. ვაზირთა კადრეს მეფეო, რად ბრძანეთ თქვენი ბერობა჻ ვარდი თუ გახმეს ეგრეცა, გვმართებს რაზომცა ჯერობა჻ მისივე მეტობს ყოველსა, სული დატურფა ფერობა჻ მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან, ვითამცა კადრა მტერობა჻

38. [.....] ნუ ბრძანებ მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭკობია჻ თქვენი თათბირი ავიცა, სხვისა კარგისა მჯობია჻ [.....] გაღანამც საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია჻ სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია჻