... (S-5006), XVIII ს.

699. უჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს: უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს: მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: მორე: მლხენოდეს: უმისოდ: ლხინი: მენახოს: ამა: დღისათვის: მრცხვენოდეს:

700. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საბატონოსა: მითხრა: თუ: მცდარ: ვარ: აქამდის: ვერ: მივხვდი: გასაგონოსა: ხარ: დიდი: მეფე: ინდოთა: რა: ვით: ვინ: მოგაწონოსა: ვინ: არის: კაცი: რომელმან: თავი: არ: დაგამონოსა:

701. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოვლგნით: ამბისა: მძებნელნი: ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი: ვერა: ვერ: ეცნა: ვერ: იყვნეს: ვერას: ამბისა: მცნობელნი: მე: უფრო: მდინდეს: თვალთაგან: კულავ: ცრემლი: შეუშრობელნი:

702. ვთქუი: რა: მქონდა: სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭურეტ: და: ვსუამ: იგია: მე: ვიშვებ: და: იგი: ტყვედა: ზღვათა: შიგა: წამიგია: კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია: ჴმალსა: ჴელსა: ვეღარას: ვჴდი: ცუდად: შიგან: რას: მიგია:

703. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: ვითა: მესაზაროების: ამისად: მოწმად: ღმერთი: მყავს: სათქმელად: მეუცხოების: უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დღეცა: მესაღამოების: დახსნილ: ვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების:

704. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი: ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი: ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: სისხლითა: მოერწყო: ველი: მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ჩემი: ლხინი: ყოველი:

705. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუჴლმოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახვალო: და: გაწამოთ: სიცოცხლეა: ჩუენი: ვირეს:

706. აგრე: უთხარ: თქუენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქუენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების:

707. მერმე: ფრიდონ: მოიყვანა: მიძღვნა: ესე: ჩემი: ცხენი: მითხრა: ხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგეც: ხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღვენი: რამცა: გავკიცხენი: თვით: ამანვე: მოგაწონოს: სახედრობა: სიფიცხენი:

708. ფრიდონ: გამომყუა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღვარენით: მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლად: არ: ენით: გაზრდილგ: ამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავი: დავადარენით:

709. ფრიდონისით: წამოსრულმან: წაველ: ძებნად: კულა: ვიარე: რომე: არა: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღვათა: გარე: მაგრა: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე:

710. ვთქუი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მჴეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყვა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

711. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქვენთა: ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თვალთა: ჩემთათ: მონადენთა: რა: ესენი: მოისმენნეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჰაი: ჰაი: რასა: ბრძანებთ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩვენთა:

712. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღ~თნ: არ: გაგუყარნეს: ფეჴთა: თქუენთა: ნატერფალსა: თქუენ: გიჭურეტდეთ: საჭურეტელსა: შვენიერსა: სატურფალსა: თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: აგზომ: არღაფალსა:

713. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყვანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდეს: თხათა: და: მათ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნენ: ქუე: მინდორნი: და: ზე: მთანი:

714. ესე: ქუაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს: შემოვები: ამოვწყვიტენ: ყოლა: ვერას: ვერ: მეჴაფნეს: მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭვნი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამაღრიჯა: ცქაფნი: მისნი: კულავ: მეცქაფნეს:

715. დევთა: ყვირილი: ზახილი: ზეცამდის: აიწეოდა: მათითა: ლახტის: ცემითა: ქვეყანა: შეირყეოდა: მზე: დააბნელეს: მტვერითა: ალვის: შტო: შეირხეოდა: ასი: ერთკერძთა: მამიჴდეს: დავფრიწე: დაიხეოდა:

716. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთვის: ცეცხლნადები: ჩემად: ღონედ: სიკუდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები:

717. რომე: ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს: ამად: მიყუარს: ტყავი: მისი: კაბად: ჩემად: მომინახავს: ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქვამს: ზოგჯერ: ახავს: რადგან: თავი: არ: მამიკლავს: ჴმალი: ცუდად: მამიმახავს:

718. მისსა: ვერ: იტყუის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მთმენები: მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მჴსენები: სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკუდილისა: მქენები: