... (S-5006), XVIII ს.

738. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალ: დაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მიჩნს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

739. მუნ: ამბავი: შინაური: ყველაკაი: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

740. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცაღა: კულა: ხალვათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა:

741. შესთვალა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭმით: და: დიდებით: ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით: მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდებით: აწ: ვცან: და: გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

742. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი: შერმადინ: მოციქულობა: თვით: მოახსენა: ყოელი: ავთანდილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოელი: ბრძანა: ვცან: ჩემი: ღ~თისაგან: სააჯო: და: სათხოელი:

743. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: მას: უღამოსა: ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა: იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა: მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყველაი: დამოსა:

744. მეფე: შეჯდა: გაეგება: ყმასა: მუნით: მომავალსა: ამას: პირმზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა: მიეგება: მოეგება: მხიარული: გულმჴურვალსა: დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგნი: გვანდა: ვითა: მთვრალსა:

745. რა: მიეახლა: გარდაჴდა: ყმა: თაყვანისსცა: მეფესა: აკოცა: როსტან: მიმხუდარმან: ნიშატთა: სიიეფესა: გულმხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა: მის: ყმისა: მოსულა: უხარის: ყოველსა: მუნ: მეკრეფესა:

746. მას: ავთანდილ: თაყუანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა: მუნ: ბროლი: და: ვარდ: გიშერი: გაეტურფა: სინაზესა: პირი: მისი: უნათლეა: სინათლესა: ზესთა: ზესა: სახლსაყოფი: არა: მართებთ: ცამცა: გაიდარბაზესა:

747. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა: ყმასა: მეფე: ასრე: უჭურეტს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა: მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა: უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა:

748. სმა: გარდაჴდა: თავისთავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა: დიდებულნი: არ: გაუშვნეს: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა: მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა: მერმე: მისი: უცნობოსა: რა: ენახა: რა: ესმინა:

749. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკვირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა: ნუთუ: მზე: ვთქვა: მგზავსი: მისი: და: ან: მისისა: სახისა: ვინ: უნახავ: ქნას: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა: ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორს: მყოფი: ახ: ისა:

750. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: მოუთმოს: მოუთმინამან: ქაცვი: ლერწამმან: ზაფრანა: იმგზავსოს: ფერად: მინამან: ავანდილ: მისმან: მხსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან: წვრილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან:

751. ქუაბნი: ომითა: წაუხმან: სახლად: აქვს: დევთა: სახლები: საყუარელისა: მისისა: ქალი: ჰყავს: თვით: ნაახლები: ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უც: სტავრანახლები: არ: არა: ნახავს: სოფელსა: ცეცხლი: სწუავს: ახალახლები:

752. რა: დაასრულა: ამბავი: საქმე: მისისა: ჭირისა: ნახვა: მის: მზისა: ნათლისა: მის: თვალად: არ: დუხჭირისა: იამა: უქეს: ვარდისა: ხელი: მძლედ: დანამჭირისა: ეგე: კმა: სიმჴნე: სიმჴნისა: რადღა: ხარ: მომხვეჭი: რისა:

753. გამხიარულდა: თინათინ: ამა: ამბისა: სმენითა: მას: დღე: იხარებს: სმითა: და: ჭამისა: არ: მოწყენითა: კულავ: საწოლს: დახუდა: მას: მზესა: მუნცა: სიტყუითა: ბრძენითა: მისვლა: ებრძანა: იამა: თქმა: არ: ეგების: ენითა:

754. ყმა: წავიდა: მხიარული: ლმობიერი: არ: გამწყრალი: ლომი: მინდორს: ლომთა: თანა: მინდორს: რული: ფერ: ნამკრთალი: ყმა: სოფლისა: ხასიათი: ჯავარი: და: სრული: ლალი: მაგრა: ჰქონდა: გულისათვის: გული: გულსა: განაცვალი:

755. მზე: უკადრი: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: არ: ნადევრი: წყლად: ეფრატსა: უხვად: ურწყო: ედემს: რგული: ალვა: მჭევრი: ბროლ: ბალახშსა: აშვენებდა: თმა: გიშერი: წარბი: ტევრი: მე: ვინ: ვაქებ: ათენს: ბრძენთა: ჴამს: აქებდეს: ენა: ბევრი:

756. ყმა: მხიარული: წინაშე: დასვა: სკამითა: მისითა: სხენან: სავსენი: ლხინითა: ორთავე: შესატყუისითა: უბნობენ: ლაღნი: წყლიანნი: არა: სიტყუითა: მქისითა: უთხრა: ჰპოეა: პატიჟნი: ნახენ: ძებნითა: ვისითა:

757. ჰკადრა: რა: კაცსა: სოფელმან: მისცეს: წადილი: გულისა: ხსოვნა: არა: ჴამს: ჭირისა: ვით: დღისა: გარდასრულისა: ვჰპოვე: ხე: ტანი: ალვისა: სოფლისა: წყალთა: რწყულისა: მუნ: პირი: მგზავსი: ვარდისა: მაგრა: აწ: ფერ: ნაკლულისა: