... (H-167), XIX ს.

159. ყმამან. უთხრა. მამისმინე. მართლად. გითხრობ. არა. ჭრელად. რა. მიჯნური. ველთა. ჰრბოდეს. მარტო. უნდა. გასაჭრელად. მარგალიტი. არვის. მიხვდეს. უსასყიდლოდ. უვაჭრელად. კაცი. ცრუ. და. მოღალატე. ხამს. ლახვრისა. დასაჭრელად.

160. ვისმცა. უთხარ. ხვაშიადი. შენგან. კიდე. არვინ. ვარგა. უშენოსა. პატრონობა. ვის. მივანდო. ვინ. იქს. კარგა. სანაპირო. გაამაგრე. მტერმან. ახლოს. ვერ. იბარგა. კვლანუ. თუმცა. შემოვიქცე. ღ~თნ. სრულად. არ. დამკარგა.

161. ფათერაკი. სწორად. მოკლავს. ერთი. იყოს. თუნდა. ასი. მარტოობა. ვერას. მიზამს. მცავს. თუ. ცისა. ძალთა. დასი. აქათ. სამ. წელ. არ. მოვიდე. მაშინ. გმართებს. გლოვა. ფლასი. წიგნსა. მოგცემ. გმორჩილობდენ. ვინცა. იყოს. ჩემი. ხასი.

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა:

162. დასწერა. თუ. ჩემნო. ყმანო. დაზრდელნო. და. ზოგნო. ზრდილნო. ერდგულნო. და. მისანდონო. ამას. ზედა. გამოცდილნო. თქვენ. ჩემისა. საწადლისა. მიდგომილნო. ვითა. ჩრდილნო. წიგნი. ჩემი. მოისმინეთ. ყოვლნო. ერთგან. შემოყრილნო.

163. მიწაცა. თქვენი. ავთანდილ. ისმინეთ. გიწერთ. მე. რასა. თვით. ვიქმ. ხელითა. ჩემითა. ამა. წიგნისა. წერასა. ცოტასა. ხანსა. ვარჩივენ. გაჭრა. სმასა. და. მღერასა. პურად. და. საჭმლად. მივენდევ. ჩემსა. მშვილდსა. და. ცერასა.

164. საქმე. რა. მიც. თავისა. ზე. სადმე. გარდსახვეწელი. დავყო. მარტო. და. ღარიბად. ესე. წლეული. მე. წელი. გემუდარები. ამისთვის. ვარ. თქვენი. შემამხვწელი. მე. დამახვედროთ. სამეფო. მტერთაგან. დაულეწელი.

165. მე. შერმადინ. დამიგდია. ჩემად. კერძად. პატრონობდეს. სიკვდილსა. და. სიცოცხლესა. სადამდისცა. ჩემსა. ცნობდეს. ყოვლთა. მზეებრ. მოგეფინოს. ვარდსა. ზვრიდეს. არ. აჭკნობდეს. შემცოდესა. ყველაკასა. ვითა. ცვილსა. დაადნობდეს.

166. თქვენცა. იცით. გამიზრდია. ვითა. ძმა. და. ვითა. შვილი. ამას. ასრე. მორჩილობდით. არის. ვითამც. ავთანდილი. ბუკსა. იკრას. აქნევინეთ. ყოვლი. საქმე. ჩემგან. ქნილი. მე. თუ. დრომდის. არ. მოვიდე. გლოვა. გმართებს. არ. სიცილი.

167. ესე. წიგნი. დაასრულა. წყლიანმან. და. სიტყვა. ნაზმა. წელთა. ოქრო. შემოირტყა. საღარიბოდ. შეეკაზმა. ბრძანა. მინდორს. შევჯდებიო. ლაშქარიცა. დაერაზმა. მასვე. წამსა. წამოვიდა. შინა. ხანი. არა. დაზმა.

168. ბრძანა. წადით. ყველაკაი. აქა. მომხრედ. არვინ. მინა. მონებიცა. მოიშორვა. თავი. გაითავისწინა. მარტო. გარე. შემობრუნდა. შამბი. შიგა. გაირბინა. მიწყივ. მისად. საგონებლად. მისი. მკულელი. თინათინა.

169. იგი. ველი. გაირბინა. ლაშქართაგან. გაეკიდა. ვინმცა. ნახა. სულიერმან. ანუ. ვინმცა. გაეკიდა. ვის. მახვილი. ვერას. ავნებს. მისი. მკლავი. გაეკიდა. მისგან. ტვირთი. კაეშნისა. ტვირთად. ვარგად. აეკიდა.

170. რა. ლაშქართა. ინადირეს. და. პატრონი. მოითვალეს. იგი. პირ. მზე. ვეღარ. პოვეს. პირი. მათი. იფერმკრთალეს. მათსა. დიდსა. სიხარულსა. სამძიმარი. ანაცვალეს. ყოვლგან. რბოდეს. საძებარად. ვინცა. იყო. უცხენმალეს.

171. ღ~თი. ლომო. შენად. ნაცვლად. სხვასა. ვისმცა. დანერგვიდეს. დარბოდეს. და. სხვაგნით. სხვათა. მოამბეთა. მოასხმიდეს. ვეღარა. ცნეს. მისი. საქმე. გაიარა. აქათ. კიდეს. მისნი. სპანი. გულნმოკლულნი. ცრემლსა. ცხელსა. გარდმოჰყრიდეს.

172. შერმადინ. ერთგან. შეყარნა. ხასი. და. დიდებულები. უჩვენა. იგი. უსტარი. ამბავი. მისი. თქმულები. რა. მოისმინეს. ყველაი. დარჩა. გულ. დანაწყლულები. თავსა. იცემდეს. არ. იყო. გული. უცრემლო. ულები.

173. ყოვლთა. ჰკადრეს. თუცა. ყოფა. ჩვენ. უმისოდ. გვეარმისცა. უშენოსა. საჯდომი. და. ტახტი. მისი. ვისმცა. მისცა. გაღანამცა. გმორჩილობდეთ. თუ. გვიბრძანო. რაცა. ვისცა. იგი. მონა. აპატრონეს. ყველაკამან. თაყვანის. სცა.

წასვლა ავთანდილისა ძებნად ტარიელის:

174. ამ. საქმესა. მემოწმების. დიონოსი. ბრძენი. ეზროს. საბრალოა. ოდეს. ვარდი. დაეთრთვილოს. დაცაეზროს. ვის. ბალახში. არა. გვანდეს. და. ლერწამი. ტანად. ეზროს. იგი. სადმე. გაღარიბდეს. სამყოფთაგან. იაბეზროს.

175. ავთანდილ. იგი. მინდორი. ოთხახმით. გარდაიარა. მაგრა. მის. მზისა. გაყრამან. სიცოცხლე. გაუზიარა. დააგდო. მზღვარი. არაბთა. სხვათ. მზღვართა. არე. იარა. თქვა. თუ. მე. მასმცა. ვიახელ. აწ. ცხელსა. ცრემლსა. ვღვრი. არა.

176. ახალმან. ფიფქმან. დათოვა. ვარდი. დათრთვილა. დანასა. მოუნდის. გულსა. დაცემა. ზოგჯერ. მიმართის. დანასა. თქვის. ჭირი. ჩემი. სოფელმან. ოთხმოცდაათი. ანასა. მოვშორდი. ლხინსა. ყველასა. ჩანგსა. ბარბითსა. დანასა.