... (H-167), XIX ს.

80. მონათა. ჰკადრეს. მართალსა. გკადრებთ. და. ნუ. გემცდარებით. მეფეო. ყოლა. ვერ. ვიტყვით. შენსა. მაგისა. დარებით. აწვეცა. დაგვხოც. ვერა. ჰგავ. ვერათ. ვერ. მოგეხმარებით. ვისგან. ნაკრავნი. გვინახავნ. მხეცნი. ვერ. წაღმა. წარებით.

81. ორთავე. ერთგან. მოკლული. ყველაი. ასჯერ. ოცია. მაგრა. ავთანდილს. ოცითა. უფროსი. დაუხოცია. არ. დასცთომია. ერთიცა. რაც. ოდენ. შეუტყორცია. თქვენი. მრავალი. მიწითა. დასვრილი. დაგვიხოცია.

82. მეფესა. ესე. ამბავი. უჩანს. ვითა. მღერა. ნარდისა. უხარის. ეგრე. სიკეთე. მისისა. განაზარდისა. აქვს. მიჯნურობა. ამისი. ვითა. ბულბულსა. ვარდისა. სიცილით. ლაღობს. მიეცა. გულით. ამოსლვა. დარდისა.

83. იგი. ორნივე. საგრილად. გარდახდეს. ძირსა. ხეთასა. ლაშქართა. შექნეს. მოდენა. მოდგეს. უფროსი. ბზეთასა. ახლოს. უდგეს. მონა. თორმეტი. უმხნესი. სხვათა. მხნეთასა. თამაშობდეს. და. უჭვრეტდეს. წყალსა. და. პირსა. ხეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა:

84. ნახეს. უცხო. მოყმე. ვინმე. ჯდა. მტირალი. წყლისა. პირსა. [……] ცხენი. სადავითა. ჰყვა. ლომსა. და. ვითა. გმირსა. […..]რად. ესხა. მარგალიტი. ლაგამ. აბჯარ. უნაგირსა. [….]სა. ვარდი. დაეთრთვილა. გულსა. მდუღრად. ანატირსა.

85. მას. ტანსა. კაბა. ემოსა. გარე. თმა. ვეფხის. ტყავისა. ვეფხის. ტყავისა. ქუდიცა. იყო. სარქმელი. თავისა. ჴელთა. ნაჭედი. მათრახი. ჰქონდა. უმსხოსი. მკლავისა. ნახეს. და. ნახვა. მოუნდა. უცხოსა. სანახავისა.

86. მოვიდა. მონა. საუბრად. მის. ყმისა. გულ. მდუღარისად. თავ. ჩამოგდებით. მტირლისა. არ. ჭვრეტთა. მოლიზღარისად. მუნვე. წვიმს. წვიმა. ბროლისა. ჰგია. გიშრისა. ღარისად. ახლოს. მივიდა. მოსცალდა. სიტყვის. თქმა. აღარისად.

87. ვერა. ჰკადრა. საუბარი. მონა. მეტად. შეუზარდა. დიდხან. უჭვრეტს. გაკვირვებით. თუმცა. გული. უმაგარდა. მოახსენა. გიბრძანებსო. ახლოს. მიდგა. დაუწყნარდა. იგი. ტირს. და. არა. ესმის. მისგან. გაუუმეცარდა.

88. მის. მონისა. არა. ესმა. სიტყვა. არცა. ნაუბარი. მათ. ლაშქართა. ძახილისა. იყო. ერთობ. უგრძნობარი. უცხოდ. რადმე. ამოკვნიდა. გული. ცეცხლთა. ნადებარი. ცრემლსა. სისხლი. ერეოდა. გასდის. ვითა. ნაგუბარი.

89. სხვაგან.ქნის. მისი. გონება. მისმან. თავისა. წონამან. ესე. მეფისა. ბრძანება. ერთხელ. კვლავ. ჰკადრა. მონამან. არცა. დააგდო. ტირილი. არცარა. გაიგონა. მან. არცა. გახლიჩა. ბაგეთათ. არცა. თავი. ვარდისა. კონამან.

90. რა. პასუხი. არა. გასცა. მონა. გარე. შემობრუნდა. როსტენს. ჰკადრა. შემიტყვია. იმას. თქვენი. არა. უნდა. თვალნი. მზეებრ. გამირეტდეს. გული. უფრო. შემიწუხდა. ვერ. ვასმინე. საუბარი. მით. დავყოვნე. ხანი. მუნ. და.

91. მეფე. გაჰკვირდა. გაცასწყრა. გული. უცს. მისთვის. მწყრომარე. გაგზავნა. მონა. თორმეტი. მისი. წინაშე. მდგომარე. უბრძანა. ხელთა. აიღეთ. აბჯარი. თქვენ. საომარე. მიდით. და. აქა. მამგვარეთ. ვინ. არის. იქი. მჯდომარე.

92. მონანი. მიდგეს. მივიდეს. გახდა. აბჯრისა. ჩხარია. მაშინღა. შეკრთა. იგი. ყმა. ტირს. მეტად. გულ. მდუღარია. თვალნი. მოარნა. ყოველგან. ნახა. ლაშქართა. ჯარია. ერთხელ. ესე. თქვა. ვამეო. სხვად. არას. მოუბარია.

93. თვალთა. ხელნი. უკუივლო. ცრემლნი. ცხელნი. მოიწურნა. ჴრმალ. კაპარჭნი. მოიმაგრა. მკლავნი. გაიმამაცურნა. ცხენსა. შეჯდა. მონათამცა. საუბარნი. რად. იყურნა. სხვასა. მხარსა. გაემართა. მათი. ჭირნი. არა. განჰკურნა.

94. მონათა. ხელი. გამართეს. მის. ყმისა. შესაპყრობელად. მან. გლახ. იგინი. დახადნა. მტერთაცა. საწყალობლად. ჰკრა. ერთმანერთსა. დახოცნა. თავის. ხელ. აუპყრობელად. ზოგსა. გადაჰკრის. მათრახი. მკერდამდის. გასაპობელად.

95. მეფე. გასწყრა. გაგულისდა. მონანიცა. შეუზახნა. მან. მდევართა. მიწევნამდის. არ. უჭვრიტნა. არცა. ნახნა. რაზომნიცა. მიეწივნეს. ყოვლნი. მკვდართა. დაასახნა. კაცნი. კაცსა. შემოსტყორცნა. როსტან. ამად. ივაგლახნა.

96. შესხდეს. მეფე. და. ავთანდილ. მის. ყმისა. მისაწეველად. იგი. ლაღი. და. უკადრი. მივა. ტანისა. მრხეველად. ტაიჭი. მიუქს. მერანსა. მიეფინების. მზე. ველად. შეიგნა. მისვლა. მეფისა. მისად. უკანა. მდეველად.

97. რა. ცნა. მეფე. მოვიდაო. ჰკრა. მათრახი. მისსა. ცხენსა. მასვე. წამსა. დაიკარგა. არ. უნახავს. თვალსა. ჩვენსა. გვანდა. ქვესკნელს. ჩანაძრომსა. ანუ. ზეცად. ანაფრენსა. ეძებდეს. და. ვერ. ჰპოებდეს. კუალსა. მისგან. წანარბენსა.

98. კვალი. ძებნეს. და. უკვირდათ. ვერ. პოვნა. ნაკვალევისა. აგრე. კვალ. წმიდად. წახდომა. კაცისა. ვითა. დევისა. ლაშქარნი. მკუდართა. ტიროდეს. სწრაფა.უქსთ. წყლულთა. ხვევისა. მეფემან. ბრძანა. ვნახეო. მიზეზი. ლხინთა. ლევისა.