60. დაგიღრეჯია. მეფეო. აღარ. გიცინის. პირიო. მართალ. ხარ. წახდა. საჭურჭლე. თქვენი. მძიმე. და. ძვირიო. ყველასა. გასცემს. ასული. თქვენი. საბოძვარ. ხშირიო. ყოლამცა. მეფედ. ნუ. დასვი. თავსა. რად. უგდე. ჭირიო.
61. რა. მეფემან. მოისმინა. გაცინებით. შემოხედნა. გაუკვირდა. ვით. მკადრაო. ან. სიტყვანი. ვით. გაბედნა. კარგა. ჰქენო. დაუმადლა. ბრძანებანი. უიმედნა. ჩემი. ზრახვა. სიძუნწისა. ტყუვის. ვინცა. დაიყბედნა.
62. ეგე. არ. მიმძიმს. ვეზირო. ესეა. რომე. მწყენია. სიბერე. მახლავს. დავლივე. სიყმაწვილისა. დღენია. კაცი. არ. არის. სითგანცა. საბრძენებელი. ჩვენია. რომე. მას. ჩემგან. ესწავლნეს. სამამაცონი. ზნენია.
63. ერთია. მიზის. ასული. ნაზარდი. სათუთობითა. ღ~თნ. არ. მომცა. ყმა. შვილი. ვარ. საწუთროსა. თმობითა. ანუმცა. მგვანდა. მშვილდოსნად. ანუ. კვლავ. ბურთობითა. ცოტასა. შემწევს. ავთანდილ. ჩემგანვე. განაზარდობითა.
64. ყმა. მეფისა. ბრძანებასა. ლაღი. წყნარად. მოისმენდა. თავ. მოდრეკით. გაიღიმნა. გაცინება. დაუშვენდა. თეთრთა. კბილთათ. გამომაკრთალთა. შუქსა. ველთა. მოაფენდა. მეფე. ჰკითხავს. რას. იცინი. ანუ. ჩემგან. რა. შეგრცხვენდა.
65. კვლავ. უბრძანა. თავსა. ჩემსა. რას. იცინი. რას. დამგმეო. ყმამან. ჰკადრა. მოგახსენებ. და. ფარმანი. მიბოძეო. რაცა. გკადრო. არ. გეწყინოს. არ. გარისხდე. არ. გასწყრეო. არ. გამხადო. კადნიერად. არ. ამიკლო. ამაზეო.
66. უბრძანა. რამცა. ვიწყინე. თქმა. შენგან. საწყინარისა. ფიცა. მზე. თინათინისა. მის. მზისა. მოწუნარისა. ავთანდილ. იტყვის. დავიწყო. კადრება. საუბარისა. ნუ. მოჰკვეხ. მშვილდოსნობასა. თქმა. სჯობს. სიტყვისა. წყნარისა.
67. მიწაცა. თქვენი. ავთანდილ. თქვენს. წინა. მშვილდოსანია. ნაძლევი. დავსდვათ. მოვასხნეთ. მოწმად. თქვენივე. სპანია. მოასპარეზედ. ვინ. მგავსო. ცუდიღა. უკუთქმანია. გარდამწყვეტელი. მისიცა. ბურთი. და. მაედანია.
68. მე. არ. შეგარჩენ. თქვენ. ჩემსა. მაგისსა. დაცილებასა. ბრძანე. ვისროლოთ. ნუ. იქმო. შედრეკილობა. კლებასა. კარგთა. კაცთასა. ვიქმოდეთ. მოწმად. ჩვენთანა. ხლებასა. მერმე. გამოსჩნდეს. მოედანს. ვისძი. უთხრობდენ. ქებასა.
69. ავთანდილცა. დამორჩილდა. საუბარი. გარდაწყვიდეს. იცინობდეს. ყმაწვილობდეს. საყვარლად. და. კარგად. ზმიდეს. ნაძლევიცა. გააჩინეს. ამა. პირსა. დაასკვნიდეს. ვინცა. იყოს. უარესი. თავ. შიშველი. სამ. დღე. ვლიდეს.
70. კვლავ. ბრძანეს. მონა. თორმეტი. შევსხათ. ჩვენთანა. მარებლად. თორმეტი. ჩემად. ისრისა. მომრთმევლად. მოსახმარებლად. ერთაი. შენი. შერმადინ. არს. მათად. დასადარებლად. ნასროლ. ნაკრავსა. სთვალვიდენ. უტყუვრად. მიუმცდარებლად.
71. მონადირეთა. უბრძანა. მინდორნი. მოიარენით. დასცევით. ჯოგი. მრავალი. თავნი. ამისთვის. არენით. ლაშქარნი. სამზოდ. აწვივნეს. მოდით. და. მოიჯარენით. გაყარეს. სმა. და. ნადიმი. მუნ. ამაოდ. გავიხარენით.
72. დილასა. ადრე. მოვიდა. იგი. ნაზარდი. სოსანი. ძოწეულითა. მოსილი. პირად. ბროლ. ბალახჩოსანი. პირს. ოქრო. რიდე. ეხვია. შვენოდა. ქარქაშოსანი. მეფესა. გასლვად. აწვევდა. მოდგა. თეთრ. ტაიჭოსანი.
73. შეეკაზმა. მეფე. შეჯდა. ნადირობას. გამოვიდეს. მგრგვლივ. მინდორსა. მოსდგომოდეს. ალყად. გარე. შემოჰკროდეს. ზეიმი. და. ზარი. იყო. სპანი. ველთა. დაფარვიდეს. ნაძლევისა. მათისათვის. ისროდეს. და. ერთგან. სრვიდეს.
74. უბრძანა. მონა. თორმეტი. მოდით. ჩვენთანა. ვლიდითა. მშვილდსა. ფიცხელსა. მოგვცემდით. ისარსა. მოგვართმიდითა. ნაკრავსა. შეადარებდით. ნასროლსა. დასთვალვიდითა. დაიწყო. მოსულა. ნადირმან. ყოვლთა. მინდორთა. კიდითა.
75. მოვიდა. ჯოგი. ნადირთა. ანგარიშ. მიუწთომელი. ირემი. თხა. და. კანჯარი. ქურციკი. მაღლა. მხლტომელი. მას. პატრონ. ყმანი. გაუხდეს. ჭვრეტადმცა. სჯობდა. რომელი. აჰა. მშვილდი. და. ისარი. და. მკლავი. დაუშრომელი.
76. ცხენთა. მათთა. ნატერფალნი. მზესა. შუქთა. წაუხმიდეს. მიჰჴოცდეს. და. მიესროდეს. მინდორს. სისხლთა. მიასხმიდეს. რა. ისარი. დაელივნის. მონანი. ყე. მოართმიდეს. მხეცნი. მათგან. დაკოდილნი. წაღმა. ბიჯსა. ვერ. წასდგმიდეს.
77. იგი. ველი. გაირბინეს. ჯოგი. წინა. შემოისხეს. დახოცეს. და. ამოწყვიტეს. ცათა. ღ~თი. შეარისხეს. ველნი. წითლად. შეეღებნეს. ნადირთაგან. სისხლი. ისხეს. ავთანდილის. შემხედველთა. გავს. ალვაა. ედემს. ისხეს.
78. იგი. მინდორი. დალივეს. მართ. მათგან. განარბენია. მინდორსა. იქით. წყალი. დის. და. წყლისა. პირსა. კლდენია. ნადირნი. ტყესა. შეესწრეს. სადა. ვერა. რბის. ცხენია. იგი. მაშვრალნი. ორნივე. მოსწყდეს. რაზომცა. მხნენია.
79. ერთმანერთსა. თუ. მე. გჯობო. სიცილით. ეუბნებოდეს. ამხანაგობდეს. ლაღობდეს. იქით. და. აქათ. დგებოდეს. მერმე. მოვიდეს. მონანი. რომელნი. უკან. ჰყვებოდეს. ბრძანა.თქვითო. მართალი. ჩვენ. თქვენგან. არ. გვეთნებოდეს.