... (H-167), XIX ს.

99. ბრძანა. ღ~თსა. მოეწყინა. აქანამდის. ჩემი. შვება. ამად. მიყო. სიამისა. სიმწარითა. დანაღვლება. სიკვდილამდის. დამაწყლულა. ვერვის. ძალუძს. განკურნება. მასვე. მადლი. ესე. იყო. წადილი. და. მისი. ნება.

100. ესე. სთქვა. და. შემობრუნდა. დაღრეჯილი. წამოვიდა. აღარცა. ჰკრა. ასპარეზსა. ვამი. ვამსა. მოურთვიდა. ყველაკაი. მოიშალა. სადაცა. ვინ. მხეცთა. სრვიდა. ზოგთა.თქვეს. თუ. მართალია. ზოგი. ღ~თო. უზრახვიდა.

101. მეფე. საწოლს. შემოვიდა. სევდიანი. დაღრეჯილი. მისგან. კიდე. არვინ. შეჰყვა. ავთანდილ. უჩნს. ვითა. შვილი. ყველაკაი. გაიყარა. ჯალაბი. ჩანს. არ. დაჯრილი. გაბედითდა. სიხარული. ჩაღანა. და. ჩანგი. ტკბილი.

102. თინათინს. ესმა. მამისა. აგეთი. დაღრეჯილობა. ადგა. და. კარსა. მივიდა. ქონდა. მზისაცა. ცილობა. მოლარე. იხმო. უბრძანა. ძილია. თუ. ღვიძილობა. მან. მოახსენა. დაღრეჯით. ზის. სჭირსო. ფერ. შეცვლილობა.

103. ერთიღა. ახლავს. ავთანდილ. წინაშე. უზის. სკამითა. უცხო. ყმა. ვინმე. უნახავს. ასრე. დაღრეჯით. ამითა. თინათინ. ბრძანა. აწ. წავალ. შესლვა. არს. ჩემგან. ჟამითა. მიკითხოს. კარზე. იყო. თქო. აქა. ერთისა. წამითა.

104. ხანი. გამოხდა. იკითხა. ნეტარ. რასა. იქს. ქალიო. ჩემი. ლხინი. და. ჯავარი. ჩემი. სოფლისა. წყალიო. მოლარე. ჰკადრებს. მოვიდა. აწაღა. ფერ. ნამკრთალიო. დაღრეჯით. გცნა. და. მიბრუნდა. წინაშე. მომავალიო.

105. უბრძანა. თუ. წადი. უხმე. უმისობა. ვით. გავძლეო. მოახსენე. რად. დაბრუნდი. შენ. მამისა. სიცოცხლეო. მოდი. ჭმუნვა. განმიქარვე. გულსა. წყლულსა. მეწამლეო. გითხრა. ჩემი. სამიზეზო. მე. თუ. ლხინთა. რად. დავლეო.

106. თინათინ. ადგა. მივიდა. მიჰყვა. მამისა. ნებასა. უგავს. პირისა. სინათლე. მთვარისა. მოვანებასა. მამამან. გვერდსა. დაისვა. აკოცა. ნება. ნებასა. უბრძანა. მახლავ. რად. არა. რად. მელი. მოყვანებასა.

107. ქალმან. ჰკადრა. ჴელმწიფეო. დაღრეჯილსა. ვინცა. გცნობდეს. ვინმცა. გნახა. კადნიერად. რაზომ. გინდა. ამაყობდეს. თქვენი. აგრე. დაღრეჯანი. მნათობთაცა. დაამხობდეს. კაცმან. საქმე. მოიგვაროს. ვეჭვ. ჭმუნვასა. ესე. სჯობდეს.

108. უბრძანა. შვილო. რაზომცა. მჭირს. საქმე. სავაგლახია. შენი. ჭვრეტა. და. სიცოცხლე. ლხინადვე. დამისახია. მამაქარვები. სევდისა. მართ. ვითა. მუფარახია. ვეჭრა. ცნა. შენცა. მამართლო. ჩემი. სულთქმა. და. ახია.

109. უცხოსა. და. საკვირველსა. ყმასა. რასმე. გარდვეკიდე. მისმან. შუქმან. განანათლა. სამყარო. და. ხმელთა. კიდე. რა. უმძიმდა. არ. ვიცოდი. ან. ტიროდა. ვისთვის. კიდე. ჩემად. ნახვად. არ. მოვიდა. გავგულისდი. წავეკიდე.

110. მე. რა. მნახა. ცხენსა. შეჯდა. თვალთა. ცრემლნი. მოიხოცა. შესაპყრობლად. შევუზახენ. სპანი. სრულად. დამიხოცა. ვითა. ეშმა. დამეკარგა. არ. კაცურად. გარდამკოცა. ჯერეთცა. ესე. არა. ვიცი. ცხადი. იყო. თუ. მეოცა.

111. ტკბილნი. მისნი. წყალობანი. ბოლოდ. ასრე. გამემწარნეს. დამავიწყდა. რაცა. დღენი. მხიარულსა. წამეარნეს. ყოვლმან. პირმან. ვაგლახ. მიყოს. ვეღარავინ. მინეტარნეს. სადამდისცა. დღენი. მესხნეს. ვეღარამან. გამახარნეს.

112. ქალმან. ჰკადრა. მოგახსენებ. მე. სიტყვასა. დანაყბედსა. ჰე. მეფეო. რად. ენდურვი. ანუ. ღ~თსა. ანუ. ბედსა. რად. დასწამებ. სიმწარესა. ყოველთათვის. ტკბილად. მხედსა. ბოროტიმცა. რად. შეექმნა. კეთილისა. შემოქმედსა.

113. მე. ამას. ვარჩევ. მეფე. ხარ. მეფეთა. ზედან.მფლობელი. შორს. არის. თქვენი. სამზღვარი. ბრძანება. მიუთხრობელი. გაგზავნე. კაცი. ყოველგან. მისთა. ამბავთა. მცნობელი. ადრე. სცნობთ. არის. იგი. ყმა. შობილი. თუ. უშობელი.

114. მოასხნეს. კაცნი. გაგზავნეს. ოთხთავე. ცისა. კიდეთა. უბრძანეს. წადით. პატიჟთა. თავიმცა. რად. დარიდეთა. მონახეთ. ძებნეთ. იგი. ყმა. სხვად. ნურად. მოიცლიდეთა. მისწერეთ. წიგნი. სადაცა. ვერ. მისწვდეთ. ვერ. მიხვიდეთა.

115. კაცნი. წავიდეს. იარეს. მათ. ერთი. წელიწადია. მონახეს. ძებნეს. იგი. ყმა. იკითხეს. კვლავ. და. კვლავ. დია. ვერეცა. თუ. ნახეს. ნახული. ღ~თისაგან. დანაბადია. ცუდად. მაშვრალნი. მოვიდეს. მათსავე. გულსა. ზადია.

116. მონათა. ჰკადრეს. მეფეო. ჩვენ. ხმელნი. მოვიარენით. მაგრა. ვერ. ვპოვეთ. იგი. ყმა. მით. ვერა. გავიხარენით. მისსა. მნახავსა. სულდგმულსა. კაცსა. ვერ. შევეყარენით. ჩვენ. ვერა. გარგეთ. საქმენი. სხვანი. რამ. მოიგვარენით.

117. მეფე. ბრძანებს. მართალ. იყო. ასული. და. ჩემი. ძეო. ვნახე. რამე. ეშმაკისა. სიცუდე. და. სიბილწეო. ჩემდა. მტერად. წამოსრული. გარდმოსული. ზეცით. ზეო. გამიშვია. შეჭირვება. არა. მგამა. ყოლა. მეო.

118. ესე. თქვა. და. სიხარულით. თამაშობა. ადიადა. მგოსანი. და. მუშაითი. უხმეს. ჰპოვეს. რაცა. სადა. დია. გასცა. საბოძვარი. ყველა. დარბაზს. შემოხადა. მისი. მსგავსი. სიუხვითა. ღ~თნ. სხვამცა. რა. დაბადა.