ვეფხისტყაოსანი (H-964.B), XIX ს.

ვეფხისტყაოსანი

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჰე ღ~თო ერთობ შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა ხშირისა მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მშიერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული ვსთქვენი ქებანი ვისნიმე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქვს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადცა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი დავსჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისაც ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი მზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა გესმის ჩემი ნაუბარი

10. ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა გავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს მას ავნოს და თვითანც ივნოს რათამცაღა ასახელოს რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

15. ტარიელს კარგსა მოყმესა მკლავ მაგარსა ძალიანსა პირად ვარდსა ტან საროსა გული მისი რკინიანსა უხვსა დია უშურველსა გამცემსა ტკბილ საუბარსა წყლიანსა მით ქება ნესტან დარეჯანს რათ ეთქმის პირად მზიანსა

16. [.................................................................................................] ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის კვლავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი

17. ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ხელის ხელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდავთქვი საქმე ვქენ საჭოჭმანები ჩემან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები

18. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა

19. რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი გულოვნობდეს კულავ მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვათა უწუნობდეს