ვეფხისტყაოსანი (H-964.B), XIX ს.

39. იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა მართვ ვითა შანშეს ანისი უძრწის და მონებს ყოველი ხელთა აქვს მას საბრძანისი თქვეს თუ ხამს ხმელთა პატრონად ან ალექსანდრე ან ისი

40. აწყა დავიწყოთ ამბავი მის ხელმწიფისა ზენისა არაბეთს როსტენ პატრონი მპყრობელი სპა მოსპენისა მას ესვა ქალი მნათობი თვალთათ თუთია დენისა შემხედთა სულის წამღები ვერ მხედთა ამაგზენისა

41. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

42. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მზე მისგან საწუნარია მეფემან იხმნა ვეზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხა დაუწყო მათ ამო საუბნარია

43. როსტევან უხმნა ვაზირნი უბრძანეს თუცა ფარულად მე ძე არ მომცა სოფელმან კიდეც მისთვის ვარ მალულად ამ ჩემთა სპათა თავადად შემტევებელი ქართულად მოლხინე მოასპარეზედ გამთენებელი დარულად

44. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წახდების სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

45. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა

46. ერთობ დაშალეს ვაზირთა მაგრამ ვინ მოუსმინებდა მეფე ლაღი და უკადრი იგი ქნის რაცა ინებდა თინათინ დასვეს ხელმწიფედ ვინ მზესა ითვალწუნებდა ვინ სალსა კლდესა დაადნობს და ცვილსა გაატინებდა

47. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ხამს გაღანამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია

48. თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კულა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

49. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერ უწვერული სადარო ბროლმინა საცნობარისა მას თინათინის შვენება კლევდის წამწამთა ჯარისა

50. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდის დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან ვარდი შექნის ფერნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულმოკლულად

51. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მი სოქალისა თქვა ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლფიქალისა ნუთუ ვით ვპოვე წამალი მე ჩემი ფერგამქრქალისა

52. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან გაანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

53. ავთანდილს მისით შორს ყოფით შეეკრა თვალნი ბლეტითა იამა ქალის მეფობა სიხარულითა მეტითა იტყვის ხანდახან საუბრად მივალ გულითა რეტითა კულა ზედა ზედა შევხედავ ვალხინებ თვალთა ჭვრეტითა

54. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

55. ადეგ როსტან შენსა მზესა ხელით ხელსა მოეკიდე მის საბოძვრის მისათვალვად მიზიდავს და მიჰყავს კიდე დავბერდი და დავძაბუნდი მე დღეთავე ჩემსა ვსთვლიდე რაც შევცოდე შემოქმედსა ვიტირო და ვინანიდე

56. უკუვდგე ერთსა ადგილსა დავიწყო გარდახდილობა უბრძანა სრულთა არაბთა შეჰკადრეს მილოცვილობა შენ ჩემთა საჭურჭლეთათვის ნუ შეგაქს გულსა ცილობა კულა ზედა ზედა შევიგნა მე შენი არმოშლილობა

57. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა

58. უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა კრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა