ვეფხისტყაოსანი (H-964.B), XIX ს.

99. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწეცა დაგვხოც ვერა გავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით

100. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია მაგრამ ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია

101. მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

102. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უთქს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა

103. აქა ჩადის წყალი რამე პირსა ხე უთქს ამოსრული ხეთა ძირსა ლომი იჯდა ტანად ალვა ჯავარსრული ტანსა ეცვა ვეფხის ტყავი წამს არ მისცის თვალთა რული სხვა სევდასა შეევიწრა და შეექმნა დანასრული

104. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლთა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

105. მას ტანსა კაბა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა

106. როსტან მონა გაუგზავნა ნახე ვინ ზის წყლისა პირსა ხელსა ვისმე დავამსგავსე მით საწუთრო არა ჰკვირსა შემოჰყრია კაეშანი მისცემია ძნელსა ჭირსა მოახსენე სოფლის მზესა ტკბილად ჰკითხე რასთვის ტირსა

107. მეფემან ბრძანა ვინ არის უცხო პირად და ტანადო უბრძანა ერთსა მონასა წადი ფიცხლად და ჯანადო გიბრძანებს უთხარ ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო ვინცა ხარ მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო

108. მოახსენა მეფე გიხმობს დაიმდაბლოს იმან სული თავმან ჩემმან მე მას მივსცემ რაცა უნდეს ჩემეული ბრძანებასა დამორჩილდეს ამად ნუ აქვს გული წყლული ვითვისო და შევეთვისო გაუახლო გული წყლული

109. მივიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა არ მჭვრეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად

110. ვერა კადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი სტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

111. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

112. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულა ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან

113. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

114. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე