ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

158. “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე; ნუთუ ადრე დამივიწყო! მახსენებდე ზედა-ზედრე, მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, და ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე.”

159. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთა, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოჰყარა, მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა? და ვიცი, რომე არ დაჰსდგები, მაგას გიშლი ამად არა.

160. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, - ესე სიტყვა რად მიბრძანე? რა გვარა ვჰქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! და სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე”.

161. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად; მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად. და კაცი ცრუ და მოღალატე ჰხამს ლახვრითა დასაჭრელად.

162. “ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა? უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა, და კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

163. “ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი, აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; და წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი.”

164. დაჰსწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, და წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო!

165. “მიწამცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მა რასა; თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა: ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა; და პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

166. საქმე რამე მიძს თავსაზე, სამე გარდსახვეწელი, დავჰყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, და მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

167. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, და შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

168. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე მორჩილობდეთ, არს ვითამცა ავთანდილი. ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; და მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი.”

169. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა. წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ჰბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა.” და მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

170. ჰბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა.” მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგა გაირბინა, და მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა.

171. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა, ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, და მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

172. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერ-მკრთალეს; მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, და ყოვლგან ჰრბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენ-მალეს.

173. ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს. დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს. და მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

174. შერმადინ ერთგან შეჰყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს ყველაი, დარჩა გულ-დანაწყლულები, და თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო ულები.

175. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა.” და იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი-ჰსცა.

IV. წასვლა ავთანდილისა ძებნად ტარიელისა.

176. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, და იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს!