ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1666. ტარიელ მოსთქვამს: “გამზრდელო,აჰა, რა საქმე მსმენია! მიკვირს, თუ მზე-ღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?! მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი აღარ შენია, ღმერთსა მიმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”.

1667. მაშინ გახდეს ყველაკანი ტირალად და ცრემლთა მღვრელად; დიდი ხანი მოიტირეს თავის- თავის გაუყრელად; ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ- სადაგად, არ თუ ჭრელად მაგრა ექმნეს სულსა მღებელ, კათოლიკოს - მაწყვერელად.

1668. ზე ადგეს და მოახსენეს: .. ჰე მნათობნო, ცისა მზენო, დასთმეთ, გული დაიწყნარეთ, ჰქმენით, რაცა მოგახსენო; იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო. აქ ყოფნა არა გვმართებს, არცა-ღა გვცალს გლოვად ჩვენო”.

1669. მადლი უბრძანეს, აწვივნეს, ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერ- ჰაერ - კრთომილნი; შეშინებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხდომილნი; უბრძანეს: “ძმაო, რა გიკვირს, ჩვენ იგი ვართ წახდომილნი.

1670. კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”. მათ მოახსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.

1671. “ჯერთ დედოფალი ცოცხალ ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია; იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია; გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია; მზეო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!

1672. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი; რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი; მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი, გამოგვიშვა, წამოვედით, არა გვიყო ყოლა ავი”.

1673. რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა; ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა, აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა.

ტარიელისაგგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება

1674. ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია; ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია! ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და თქვენი ბედია!

1675. “იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემი ხრმალთა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი”. ავთანდილ უთხრა: “რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი, მათ, ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიხვდეს ფეხითა ცვეთანი”.

1676. დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს; ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

1677. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედან გარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” – ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

1678. მათ მოახსენეს: “ტურფაო, ვართ ცუდად დაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”. უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, აცნობეთ თქვენსა პატრონსა, “მოვლენ გულითა ქებულნი.”

1679. “უთხარით: “ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია; ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია, შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია.

1680. “დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო! აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო, ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

1681. “აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან; შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან: პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?! მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან”

1682. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს. რამაზს ჰადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: “მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს”.

1683. ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია; დროშა არაბთა მეფისა მისსა თანავე ჰყმობდეს; არაბთა, იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია, ფრიდონ მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

1684. ცოტაი წავლეს, გმოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი; შეტევებასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი: ტარიელ ეტყვის: “ნუ იქმთო”, მისცა სიტყვისა ნანანი, მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდა დანანი.