... (A-855), XIX ს.

118. ესე თქვა და სიხარულით, თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი, უხმეს პოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა, ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

119. ავთანდილ ჰსჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მის წინაშე, თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო, ტანი ალვა პირი მანგი

120. ავთანდილს მიხვდა მოსმენა, საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა

121. ავთანდილ ლაღი უკადრი, მივა არვისგან ჰრცხვენოდა მას ნახავს ვითა ვამთაგან, უკუნი გარდაჰფენია იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან, უკუნი გარდაჰფენოდა

122. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს, ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს, გრძლად თმანი არ უხშირონი

123. დაღრეჯით იყო მჯდომარე, ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა, წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა პირსა უჭვრეტდა პირისპირ, სავსე ლხინითა დიდითა

124. ყმამან ჰკადრა საზაროსა, ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების

125. ქალმან უთხრა საუბარი, კეკლუცსიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის, ჩემგან შორს ხარ დანამჭირად გიკვირს მოგხვდა წამის ყოფად, საქმე შენგან დასაჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად

126. გაჴსოვს ოდეს შენ და როსტანს, მინდორს მხეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან, მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა

127. აქანამდის ნაუბარსა, თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული, შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად, თვალთათ ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია

128. ასრე გითხრა სამსახური, ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ჴარ ჴორციელი, არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად წა და იგი მოყმე სძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად

129. შენგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო, ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა, შეგეყრები შემეყარე

130. სამსა ჰსძებნე წელიწადსა, იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

131. ფიცით გითხრობ შენგან კიდე, თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი

132. მოაჴსენა ყმამან მზეო, ვინ გიშერი აწამწამე სხუა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე მე სიკუდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად, გაღანამცა წავე წა მე

133. კულაცა ჰკადრა აჰა მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი, მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე, წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფადა

134. კულა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს, საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის, გარდეჴადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების, თეთრი ელვა ვითა ჭვირი

135. ერთგან დასხდეს ილაღობეს, საუბარი ასად აგეს ბროლ ბალახში შეხვეული, და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა, თავი ხელი ასად აგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს

136. ყმა წავიდა სიშორესა, თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად იყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა

137. თქვა მზეო ვარდსა სიშორე, შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ, ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქმნა ვერ ჭვრეტა, რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე ჴამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე