... (A-855), XIX ს.

39. თუმცა ქალია ჴელმწიფედ, მართ ღმრთისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა, მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა ჯერთ უწვერული სადარო, ბროლმინა საცნობარისა მას თინათინის შვენება, ჰკლევდის წამწამთა ჯარისა საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა, მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერ მჭვრეტელმან, ვარდი შექნის ფერნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულმოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან, ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მი სოქ ალისა თქვა ზედას ზედა მომხვდების, ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუ თუ ვით ჰპოვო წამალი, მე ჩემი ფერგამქრქალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება, დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ, დავსვი მე მისმან მშობელმან მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი, ლაშქრისა ბევრათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე, მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიჰყავს მამასა, პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი, დაადგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა, მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ სჭვრეტს ყოველთა, ცნობითა ბრძნად მხედველითა

46. უკუდგეს და თაყვანისცეს, მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი, დაატკბობდეს მათთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლოფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად, თავი არ ეღირსებოდა ამად სტირს ბაღი ვარდისა, ცრემლითა აივსებოდა მეფე ჰსწვრთის მამა ყოველი, ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი, ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ ჰსტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩვემგან ჴელმწიფედ ხმობილი აქადგან ესე სამეფო, მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა, შენცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა, შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი, იგინიც ვინ ორგულია სმაჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა, ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა, იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა

52. მოიჴმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი მიართვეს გასცა უზომო, უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა, სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს, მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს, საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გაჴსენით, რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი, რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა, მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა, ქვენაბამსა ნასუქალსა რომე ჰგვანდა სიუხვითა, ბუქსა ზეცით ნაბუქალსა არ დაარჩენს ცალიერსა, არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდა პურობა, სმა ჭამა იყო ხილობა ნადიმათ მჯდომთა ლაშქართა, მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა, და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო, შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ზის პირმზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია ვაზირი ბერი სოგრატი, თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა, ანუ რა ფერი ჰკრთომია

58. ჰსთქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე, გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი, მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ, გვითხრას რამცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა