... (A-855), XIX ს.

196. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხე ქალაქი, ხათაეთს არემარეთა

197. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით ვჰჴოცეთ მხეცი უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით

198. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა, მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით

199. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა ვჰთქვით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასლვა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია დავჰხოცეთ მჴეცი მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია

201. ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირგამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება, კაცთაგან უნახავია

202. უჭურიტეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივ გავიცადენით ვქვი თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისა დადენით

203. მე უხუცესმან უმცროსსა, კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმა შედეგმან ტაიჭი, მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევა, გვითხრა უალლეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით

204. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი, მათრახითა შეგვამწიფნა

205. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით

206. მით ერთითა მათრახითა, თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა აამიწა თვალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა

207. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად

208. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა, მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს უნდა პოვნა მაშინ მისგან აღარა ჰჴამს, გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

209. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად, მოვჰშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა, ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქვენსა დასაღრეჯილოსა

210. ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს, ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი, მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი, მიეცით მოსვენებასა

211. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი, მისითა მან მიზეზითა

212. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან, შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს

213. რადგან ისი არის სადმე, უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს, საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით, ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მოვჰკლავ ანუ მოვკლავ, დაიმალვის მეტისმეტად

214. ავთანდილ იტყჳს ეზომნი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვძებნე წამალნი, ჩემნი არ დასამრუდენი

215. წინაუკანა იარეს, ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი