... (A-855), XIX ს.

256. იმა მოყმისა ამბავი, არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების

257. გითხრა თუ ცოდნა გწადიან, ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი, იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა, წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა

258. ამის მეტსა ვერას გითხრობ, მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს, ტანსა მჭევრსა მემაჯანსა ვსჭამ გლახ მარტო ნადირისა, მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

259. ამას გვედრებ მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო, ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო თვით გიანბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო

260. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა დართო ნება ამა ზედან მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული, ნახეს შუქთა მოფინება უკურიდეს აღარა ჰქმნეს, მუნ ხანისა დაყოვნება

261. ქალმან უთხრა ყმაო ღმერთმან, მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე, ჴორციელი არავინა თუ ვითა რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა

262. ავთანდილ ქვაბსა დამალა, ქალმან დამალვით მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ჰშვენოდა კაპარჭხრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ჭვრეტითა იდუმალითა

263. ამარტის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და, მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა, შავმან გიშრისა დანამან

264. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო, ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გავწნაო, შუა გიშრისა სატები

265. მან ქალმან ჴელყო კვესითა, გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ჴორცისა, შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა, ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო, გამოყრა უცოხნელისა

266. ცოტად მიწვა მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის, გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იჴოკს, ქალი მისი შენამჭვრეტი

267. რად დაბრუნდი მოახსენა, მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირეს, მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი და

268. სევდა მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს წავალ ხვალე

269. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, ასნაკეცნი ბევრისბევრად მოახსენა მჴეცთა თანა, იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ, საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

270. ყოვლი პირი ქვეყანისა, ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად, შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია

271. უბრძანა დაო ეგეა, მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად, წამალი ამა წყლულისა ვის ძალუც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა

272. ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა, რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი, თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი, დავო მივის არასადა

273. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია რათგან ღმერთსა ვაზირობა, შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო, თავ ზომსა გარდგიხდია

274. ყმამან უბრძანა რას მენუკვი, არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად, უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა, უნდა მემცა რას ვეცადე განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე

275. ქალმან კვლა ჰკადრა გაგსაჯე, მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე, მისითა შემეცნებითა ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა