... (A-855), XIX ს.

1425. მეფემან ნავი ხომალდი, მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს, თმა წვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით, თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა

1426. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა ჰშვენის მღერა და სიცილი, მათ მისთა არ უიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის, ზედან ბროლისა ფიცართა

1427. მუნით კაცი ასმათს თანა, მათ გაგზავნეს მახარობლად კვლა ფრიდონის თავადთასა, ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს, მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად

1428. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის, მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა, იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის, ხმა სიმღერისა ხშირისა

1429. მუნ მიეგებნეს ყოველნი, ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარიჯს ზედ მოეჭდო, რომე ვერ გაჰყრის ცულები აწ გაუსრულა ყოველი, მან მისი ნაერთგულები

1430. ნესტანდარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არსიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი გარდვიხდი რითა

1431. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა, გონებამან დაფარულნი სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა, პატრონყმანი მოყვარულნი

1432. დიდებულთა თაყვანის სცეს, მოახსენეს დიდი ქება რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულა მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენნა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება

1433. მოვიდეს და პირი ხელსა, დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა, თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნოს, ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს

1434. თუცა მე მათი დახოცა, მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი, მუნ დიდი საჩუქვარია ესე თქვა ნელად ატირდა, და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იბრძვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია

1435. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს, რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს

1436. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა, ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს, მიწათა ზედა რებასა კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა, ნუ რად იქმ გამწარებასა ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს, ათასსა გახარებასა

1437. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს, მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა რათგან მიხვდა დაკარგული, ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1438. მივიდეს სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა, ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია

1439. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვ მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია მათად საჭვრეტლად მიშვება, მუნ მათგან ნააჯარია

1440. გადაჴდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი, ოქროს სარტყლითა მონები ფერხთა საფენლად ოქსინო, მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1441. მათ ქალყმათათვის საჯდომი, დაედგა თეთრძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა, ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი, და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდა მჭვრეტელი, ვცან მათი სულდალეული

1442. მგოსანნი მოდგეს ისმოდა, ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა, ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს უშვენის, ღიმილი ჩენა კბილისა