... (A-855), XIX ს.

1310. თუ მოსულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ჰვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა

1311. მოაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის, ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ, დგას ხრმლითა მომახულითა

1312. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი, დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლდებოდა

1313. ჴმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ხმა შაქრისფერად გაუხდა, ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1314. ტარიელ მოთქვა ტირილით, სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები ალვასა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები რათგან შენ გნახე რა მგამა, პატიჟი მჭირდეს ბევრები

1315. ტარიელ ჰსტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა

1316. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო, კმარის დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია

1317. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა მის ამბისა დაყოვნება, ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა

1318. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაიქცნეს მოდრიკა, თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი, ვერ კაენ ვერცა სალამან

1319. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვემდებარესა შეფრინდა შველად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მართ მისი მიიბარესა

1320. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერია გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოჰხდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერია

1321. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი, ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქმენო არ უქმნია, არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტისმეტსა

1322. მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს, საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1323. უცნობო ქმნილი ტარიელ, ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟვარდი ფერად ლალისად

1324. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქნაკრთომისა

1325. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე, დასწვავს გვალვასა სჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი, ტურფასა ხმასა ჰყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1326. აგრეთვე გული კაცისა, მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე, ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო, მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია

1327. ტარიელ ნახა ნაწერი, კვლაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს, კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა

1328. იტყჳს თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლულისად აწ რადღა გვმართებს ტირილი, ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად, მის მზისა წარხდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა, არს შენგან მონდომილისა

1329. ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ