... (A-855), XIX ს.

1369. ამა ფრიდონის თათბირსა, სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან, და ღამით ფიცხლად ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა, ხმა ჯარვით გაადიდიან

1370. გვირაბის კარსა ჭაბუკი, ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ, აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხის მოდგომისათვის

1371. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი, დიდთაგან საომარია პირსპირ ომი არ ძალგვაქვს, არჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია

1372. ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი, სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან მწვრთიდიან ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან

1373. აწ ვინცა ვიცით უკეთუ, შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ, წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად, მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა, პოვნა კაცისა მრთელისა

1374. აბჯრითა გავლა არად მიჩს, ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავჰხოც გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა, გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა

1375. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი, გაქვს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი,რა ახლო ახლო ყივიან

1376. რა გახვიოდე გუშაგთა, ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქნათ თავის ტერება

1377. ჰსჯობს დადეგით დამალულნი, თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი, ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ, მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა

1378. სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქნას უხვად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები

1379. შიგნითთა მცველთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ, ნახოთ გაღება კარისად თუ რა სხვა გვიჯბს თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შედგომა და აღება

1380. ტარიელ უთხრა მე თქვენი, ვცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალგულსა თქვენივე, ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა

1381. მაგრა იყვენით ჩემთვისცა, საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ, სიტყვითა თქვენ სათნევითა

1382. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1383. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი, მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა

1384. ფრიდონ უთხრა შემიგია, გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კარსა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1385. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს, საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს, მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს, ლაღობათა მათთა მშვენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა