... (A-855), XIX ს.

1350. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს, ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქვა ამას იქით, დავამაგრო ხრმალსა ნები ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავდგები

1351. აქა მხატვარო დახატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ, ომი ლახვართა სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა

1352. რა გათენდა გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდის, შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად, ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა

1353. იარეს და ზედან შეჰხდეს, ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა, ფრიდონისთვის იაგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის, გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1354. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი, ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაკრთების, გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქს ლაღებად

1355. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა, ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი, შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა, ჰკრავს ხრმალსა არ აკვნესებსა

1356. მათ მშჳლდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს ხმა შეიქმნა შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1357. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა ხმა შეიქნა შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა

1358. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიხადა, გაიღიმა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი, მოგვეგებვი ომად წინა

1359. ფრიდონ ფიცხლავ გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის სცა იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს აკოცისცა ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით, უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა

1360. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური, თქვენი რამცა დავიზარე ჰგვანდა თუცა შეყრილ იყვნეს, ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს იქცეს გარე

1361. ფრიდონის სახლსა გარდახდეს, ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმადშეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი, ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1362. უთხრეს ჯერ ჟამად არა გვაქვს, სხვა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი, ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება, არს თქვენი შესაგვანია

1363. გამოისვენეს მას ღამით, ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა, შესამოსლისა ძღვნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა თვალ მარგალიტი ღარიბი, უძღვნა ოქროსა გობითა

1364. უთხრა თქვა ესე სიტყვაა, ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა, თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა

1365. ბევრთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად, დავაგნეთ ხრმალთა კოტანი მას ადრე ვპოებთ ვისიცა, მოგვკლავს ალვისა მო ტანი

1366. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო, მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების

1367. იგინიცა დაემოწმნეს, ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა, წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს, ყოვლსა პირველ შენაზარსა

1368. ზღვა გაიარეს სამთავე, ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს, დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა, ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა