... (A-855), XIX ს.

1541. ავთანდილ უთხრა ტარიელს, ესე სიტყვები ორები მან უთხრა აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა, შენგან არ მოვიღორები

1542. არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყვარსო გამწირა, იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი, თავისა მე ვაგლახავად კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ მოუხდების ახ ავად

1543. ტარიელს უგავს სიცილი, ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ, შენისა უფრო მე ვასა რათგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა, ყოვლგნით მისთანა წვევსა

1544. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა, აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა, გაყრითა ნაღველჭმულია

1545. ერთმანერთისა გაყრილნი, ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დადფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა, გულიმცა ესხნეს წდობილნი

1546. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა, რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ჰჴამს თავი იქედგოროსა

1547. მათდავე სახედ რომელსა, ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე, არა თუ ნებით სწადიან ვარდსა წებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყველათა, სიცოცხლე არ იქადიან

1548. ნესტანდარეჯან თქვა, ნეტამც ყოლე არ შეგეცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის სდნებოდი

1549. თინათინ უთხრა ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რადმცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო ღმრთისაგან დღეთა თხოჳსა, ნაცვლად სიკვდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომცა, მე ცრემლსა დავიდინებო

1550. კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ, მე სიტყვანი ნაათალნი

1551. როსტენ მათითა გაყრითა, ჴელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების

1552. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე, მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით

1553. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა, ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად, და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა, ყოლა რად მიჩნდეს სალა მე

1554. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი, ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა

1555. სამთავე ვლეს ღმერთსა მათებრ სხვა, ნურა ნუ დაჰბადოსა მოეგებნიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად, გარდაჴდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს, ღვინოსა სმიდეს არ დოსა

1556. ტარიელს და ცოლსა მისსა, მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი

1557. თჳთ ორნივე ერთგან მსხდომნი, ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმათა დაატკბობდეს მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი, იზახდეს და ამას ხმობდეს

1558. ავთანდილ და ფრიდონისთჳს, ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს ღმერთმან სხვანი ხორციელნი, მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს

1559. სმა პურობა გახარება, ჰქმნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა, ჴამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავისთაჳს, ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა, საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

1560. სრულნი ინდონი ავთანდილს, და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი, მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზებლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან