... (H-167), XIX ს.

21. მაშინღა. ნახეთ. მელექსე. და. მისი. მოშაირობა. რა. ვეღარ. მიხვდეს. ქართულსა. დაუწყოს. ლექსმან. ძვირობა. არ. შეამოკლოს. ქართული. არა. ქნას. სიტყვა. მცირობა. ხელ. მარჯვედ. სცემდეს. ჩოგანსა. იხმაროს. დიდი. გმირობა.

22. მოშაირე. არაქვიან. თუ. სადმე. თქვას. ერთი. ორი. თავი. ყოლა. ნუგონია. მელექსეთა. კარგთა. სწორი. განაღა. თქვას. ერთი. ორი. უმსგავსო. და. შორი. შორი. მაგრა. იტყვის. ჩემი. სჯობსო. უცილობლობს. ვითა. ჯორი.

23. მეორე. ლექსი. ცოტაი. ნაწილი. მოშაირეთა. არ. ძალუც. სრულ. ქმნა. სიტყვათა. გულისა. გასაგმირეთა. ვამსგავსე. მშვილდი. ბედითი. ყმაწვილთა. მონადირეთა. დიდსა. ვერ. მოკვლენ. ხელად. აქვს. ხოცა. ნადირთა. მცირეთა.

24. მესამე. ლექსი. კარგი. არს. სანადიმოდ. სამღერელად. სააშიკოდ. სალაღობოდ. ამხანაგთა. სათრეველად. ჩვენ. მათიცა. გვიამების. რაცა. ოდენ. თქვან. ნათელად. მოშაირე. არაქვიან. ვერას. იტყვის. ვინცა. გრძელად.

25. ჴამს. მელექსე. ნაჭირვებსა. მისსა. ცუდად. არ. აბრკმუბდეს. ერთი. უჩნდეს. სამიჯნურო. ერთსა. ვისმე. აშიკობდეს. ყოველსა. მისთვის. ხელოვნობდეს. მას. აქებდეს. მას. ამკობდეს. მისგან. კიდე. ნურა. უნდა. მისთვის. ენა. მუსიკობდეს.

26. ჩემი. აწ. ცანით. ყოველმან. მას. ვაქებ. ვინცა. მიქია. ესმიჩანს. დიდადსახელად. არ. თავი. გამიქიქია. იგია. ჩემი. სიცოცხლე. უწყალო. ვითა. ჯიქია. მისი. სახელი. შეფრქვევით. ქვემორე. მითქვამს. მიქია.

27. ვთქვა. მიჯნურობა. პირველი. და. ტომი. გვართა. ზენათა. ძნელად. სათქმელი. საჭირო. გამოსაგები. ენათა. იგია. საქმე. საზეო. მომცემი. აღმა. ფრენათა. ვინცა. ეცდების. თმობამცა. ჰქონდა. მრავალთა. წყენათა.

28. მას. ერთსა. მიჯნურობასა. ჭკვიანნი. ვერ. მიხვდებიან. ენა. დაშვრების. სმენლისა . ყურნიცა. დავალდებიან. ვთქვენ. ხელობანი. ქვენანი. რომელნი. ჴორცთა. ხვდებიან. მართ. მასვე. ბაძვენ. თუ. ოდეს. არ. სიძვენ. შორით. ბნდებიან.

29. მიჯნური. შმაგსა. გვიქვიან. არაბულითა. ენითა. მით. რომე. შმაგობს. მისისა. ვერ. მიხდომისა. წყენითა. ზოგთა. აქვს. საღ~თო. სიახლე. დაშვრების. აღმა. ფრენითა. ზოგთა. კვლავ. ქვე. უძს. ბუნება. კეკლუცთა. ზედან. ფრენითა.

30. მიკვირს. კაცი. რად. იფერებს. საყვარლისა. სიყვარულსა. ვინცა. უყვარს. რად. აყივნებს. მისთვის. მკვდარსა. მისთვის. წყლულსა. თუ. არ. უყვარს. რად. არაძულს. რად. აყივნებს. რაცა. სძულსა. ავსა. კაცსა. ავი. სიტყვა. ურჩევნია. სულსა. გულსა.

31. თუ. მოყვარე. მოყვრისათვის. ტირს. ტირილსა. ემართლების. სიარული. მარტოობა.შვენის. გაჭრად. დაეთვლების. იგონებდეს. მისგან. კიდე. ნურა. ოდეს. მოეცლების. არ. დააჩნდეს. მიჯნურობა.სჯობს. თუ. კაცსა. იახლების.

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა:

32. იყო. არაბეთს. როსტევან. მეფე. ღ~თისაგან. სვიანი. მაღალი. უხვი. მდაბალი. ლაშქარ. მრავალი. ყმიანი. მოსამართლე. და. მოწყალე. მორჭმული. განგებიანი. თვით. მეომარი. უებრო. კვლავ. მოუბნარი. წყლიანი.

33. სხვა. ძე. არ. ესვა. მეფესა. მართ. ოდენ. მარტო. ასული. სოფლისა. მნათი. მნათობი. მზისაცა. დასთა. დასული. მან. მისთა. მჭვრეტთა. წაუღის. გული. გონება. და. სული. ბრძენი. ხამს. მისად. მაქებრად. და. ენა. ბევრად. დასული.

34. მისი. სახელი. თინათინ. არს. ესე. საცოდნარია. რა. გაიზარდა. გაივსო. მზე. მისგან. საწუნარია. მეფემან. იხმნა. ვეზირნი. თვით. ზის. ლაღი. და. წყნარია. გვერდსა. დაისხა. დაუწყო. მათ. ამო. საუბნარია.

35. უბრძანა. გკითხავ. საქმესა. ერთგან. სასაუბაროსა. რა. ვარდმან. მისი. ყვავილი. გაახმოს. დაამჭნაროსა. იგი. წავა. სხვა. მოვა. ტურფასა. საბაღნაროსა. მზე. ჩაგვისვენდა. ბნელსა. ვსჭვრეტთ. ღამესა. ჩვენ. უმთვაროსა.

36. მე. გარდასრულვარ. სიბერე. მჭირს. ჭირთა. უფრო. ძნელია. დღეს. არა. ხვალე. მოვკვდები. სოფელი. ასრე. მქმნელია. რაღაა. იგი. სინათლე. რასაცა. ახლავს. ბნელია. ჩემი. ძე. დავსვათ. ჴელმწიფედ. ვისგან. მზე. საწუნელია.

37. ვეზირთა. ჰკადრეს. მეფეო. რად. ბრძანეთ. თქვენი. ბერობა. ვარდი. თუ. გახმეს. ეგრეცა. გვმართებს. აზომცა. ჯერობა. მისივე. მეტობს. ყოველსა. სული. და. ტურფა. ფერობა. მთვარესა. მცხრალსა. ვარსკვლავმა. ვითამცა. მართებს. მტერობა.

38. მაგას. ნუ. ბრძანებთ. მეფეო. ჯერ. ვარდი. არ. დაგვჭკნობია. თქვენი. თათბირი. ავიცა. სხვისა. კარგისა. მჯობია. ჴმდა. განაღამცა. საქნელად. რაცა. თქვენ. გულსა. გლმობია. სჯობს. და. მას. მიეც. მეფობა. ვისგან. მზე. შენაფლობია.

39. თუმცა. ქალია. ხელმწიფედ. მართ. ღ~თისა. დანაბადია. არ. გათნევთ. იცის. მეფობა. უთქვენოდ. გვითქვამს. კვლავ. დია. შუქთა. მისთაებრ. საქმეცა. მის. მზეებრ. განაცხადია. ლეკვი. ლომისა. სწორია. ძუ. იყოს. თუნდა. ხვადია.