... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1308. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა უბრძანაგიჭვრეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქვენთანა საუბარითა

1309. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის, ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1310. ქვაბნი გამოჩნდეს იამა, იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე, და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ, უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა, ცუდ ჩემი განავლენია

1311. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ჰვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1312. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის, ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ, დგას ხრმლითა მომახულითა

1313. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი, დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლდებოდა

1314. ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა ხმა შაქრისფერად გაუხდა, ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1315. ტარიელ მოთქვა ტირილით, სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები ალვასა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები რათგან შენ გნახე რა მგამა, პატიჟი მჭირდეს ბევრები

1316. ტარიელ ტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა

1317. ამა ამბავსა გიამბობ, არს ჩემგან მონასმინები მასცა მოშორდა საწუთრო, ვის ჰგვანდეს ფერად მინები კიდე შემოგხსნის ჯინჯილსა, ხელობისათვის ვინ ები კვლა მასვე გიზამს სოფელი, თუ სჭმუნავ რაცა ინები

1318. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაიქცნეს მოდრიკა, თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი, ვერ კაენ ვერცა სალამან

1319. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვემდებარესა შეფრინდა შველად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მართ მისი მიიბარესა

1320. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერია გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოჰხდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერია

1321. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი, ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქმენო არ უქმნია, არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტისმეტსა

1322. მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს, საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1323. უცნობო ქმნილი ტარიელ, ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟვარდი ფერად ლალისად

1324. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქნაკრთომისა

1325. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე, დასწვავს გვალვასა სჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი, ტურფასა ხმასა ჰყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1326. აგრევე გული კაცისა, მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე, ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო, მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია

1327. ტარიელ ნახა ნაწერი, კვლაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს, კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა