ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

838. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე! და თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

839. რა ილოცა, ცხენსა შესჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვამნი ადიადნა! მონა სტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ჰღვარნა, და პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

840. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეეჰქმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, და ხმობა ჰბრძანა ვეზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

841. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ჰნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, და აზომ რომე გაგათრივე შენ, ვეზირი გულის-გული.

842. “თუ რად გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე, მართლად უსთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე” ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, და აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლავდე”.

843. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, და კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

844. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან სთქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, და ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.

845. რა ვეზირი არ შევიდა, კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის და სთქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

846. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” და რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

847. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით, არ მხიარულად. მეფემან ჰკითხა: “წასულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო ფარულად: და “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

848. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი” პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი: და “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

849. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები; მაგრა მე რა ვქვნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები: გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები,– და შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები,

850. ,გაზრდილო, ცეცხლი მედების, ლაჴურით ვარ მე დახეული, გაზრდილო, ჩემთუის გამოჩნდა ჟამი მუხთალი წვეული; გაზრდილო, დიდით სევდითა ძლივ ღა ცოცხალვარ სნეული, გაზრდილო, ადრე მოვკუდები საბრალო დღე დალეული!

851. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა, ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მახულსა,– და აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

852. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები,– შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები. ნუ-თუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, და მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

853. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარიაჴელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; და თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რადგანმზემიგვიდრკაცისა!”

854. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა; უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა; რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა? და სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა!”

855. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ჰბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად; და ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

856. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი, დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი, იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, და მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”