ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

მბობა ტარიელისაგან ავთანდილის ლომ ვეფხვთ დაჴოცისა

934. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭე მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, და ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

935. “იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხვი შეჰკრბა, ერთად შეიყარნეს; ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, და მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

936. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხვი მოვიდეს ერთგან რებულნი, სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, და ლომი სდევს, ვეფხვი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

937. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამოჰრიდა ვეფხვმან გული, დედათამცა გამოჰრიდნეს, და ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

938. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ჴმალ გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, და თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

939. “ხმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარჴელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, და ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითაჴელითა.

940. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხვი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, და სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვღვრიდე

941. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. და ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-თქნა, აცასტირდა.

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

942. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; და თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

943. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, და გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

944. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაიჰნახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, და აკოცეს და აცატირდეს, კვლავ ცნობანი ააჩქარნეს.

945. ასმათ სთქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, რა საქებელო სმენითა! და დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

946. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდენია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. და ვა, შენი ბრალი, თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია!

947. “ჰსწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი, მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი ჰსდის, არ ოდეს არ გახმობილი, და ვა, წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

948. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი, იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი! და გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ძნელი!

949. “ვარდი ამას ვით იაზრებს,მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო! ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო! გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, და ნუ-თუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

950. სული დაიღეს, დაჰსდუმდესს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხვისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; და ორნივე დაჰჰსხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

951. მწვადი შეიწვეს, შეიჰქმნა პურობა მზგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს, ჭამეო,– ძალი არ ჰქონდა ჭამისა – და დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.