ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

781. ვეზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს, გამოძწრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, და მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

782. სთქვა: ”ცოდვათა ჩემთა მზგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს?! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, და ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს.”

783. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა, ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშავითა, და ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

784. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწყურვებს მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს? ვინ, არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, და თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

785. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა! და ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

786. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია, და შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია“.

787. ყმამან უთხრა: ,, შენი წყრომა მეცა დია დამიმძიმდა, მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? გაიცინნა, გაცაღიმდა; შენ ადამი გაგიმეშდა , არ თუ მეში გიადიმდა; და რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინღა გააქიმდა.“

788. მოაჴსენა კვლა ვაზირმან: ,, მე რა გინდა წამეკიდოს, მოიწყრომებს, შეცამინდობს ნუთუ გული გაიწმინდოს; შენ რასა იქ, ესე მოთხარ, ემი ჭმუნვა გაიდიდოს, დაჰხამსცა კაცმან სასიკვდილოდ თავი არა არ დარიდოს

789. ყმამან უთხრა: ”აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს! იადონი მაშინ მოჰკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ჰხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, და ვერ უპოვოს, რა ჰქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

790. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მენუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? და სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

791. “მოვახსენებ ერთხელ კვლავცა, აწ რაზომცა მეფე სწყრების, ნუ-თუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, და მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”.

792. მოიუბნეს, ვეზირმან ჰქმნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი, მისნი მყოლნი აღვეავსნა, მოყმენი თუ უნდა ბერნი. და გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

793. შეკრა წითელი ასი ათასი პირმზემან ტანად სარომან, სამასი სტავრა ატლასი უხვმან და მიუმცთარომან, სამოცი ლალ იაგუნდი ფერად არ მათმან საურმან. და კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

794. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, და სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

795. მე ვითა ვსთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი,– კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი. ასრე უნდა მოხმარება, ჰგავიდოდეს ვისცა ვისი, და ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

796. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. და მქებრად ამბისა მათისა ჰხამს მკითხავი და მსმენელი.

797. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა,– მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულდგმული ვარ ვისგან ვინა! უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! და რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა.

798. “თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს გული, მისი უნახავი, სტირს და სულ-სთქვამს, ვაებს, უშობს, და ლხინსა არას არ იახლებს,ჰკრთების,კუშტობს, ვაშობს, უშობს.

799. ,,ოდეს ბრძენთა გაიგონეთ გაგონებით მთით და გორით. მიჯნური და სამიჯნურო ერთმანერთსა შევასწორით; ერთად ვსთქვენით, გაუყრელად, მათი არა გავაორით, მოყვარესა მოყვრისაგან მოგონება უნდა შორით.