... (A-855), XIX ს.

742. მეფემან ნახა ვაზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული მან ჰკადრა არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მომკლათ რა გესმათ, ამბავი გაკვირვებული

743. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა, არცა მეტს და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა, მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს არ წამკიდობს უმისყმისოდ სოფელსა და, საწუთროსა მისთვის ფლიდობს

744. რაცა იცოდა ყველაი, ჰკადრა მოშიშრად ენითა კვლა მოახსენა რამცა სცნა, სიტყვითა ესოდენითა თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა რისხვანი, ჩემთვის იანასდენითა

745. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა გაავცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა

746. ვითამც რამე სიხარული, საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად

747. ჰხამსა კაცმან პატრონისა, საწყინარსა არ დახედნეს ოდენ სიტყვა უმეცრული, უალაგოდ დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის, რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი, ჩემმან ქედმან მიიქედნეს

748. კვლა უბრძანა თუმცა მისგან, აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი, უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

749. დაჰსდრკა სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა შეალეწნა დააცდუნვა მაგრა მისთვის, აალმასნა არ აძეწნა ვით მიანბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირისა ცრემლმან ცხელმან, ღაწვნი თეთრნი აახეწნა

750. ვაზირმან გლახ გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იწრწინვებს გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს

751. ჰსთქვა ცოდვათა ჩემთა მსგავსი, ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად, პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს

752. ვეზირი გაწბილებული, მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა ვა კარგი თავი უებრო, დავკარგე დავაშავითა

753. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა, ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

754. ვით გამხადა რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე, რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა

755. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხვასა, ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია

756. ყმამან უთხრა შენთვის წყრომა, მემცა განა დამიმძიმდა მაგრა ქრთამი რადღა გმართებს, გაიცინნა გაცაღიმდა შენ ადამი გაგიმეშდა, ართუ მეში გიადიმდა რა აქიმი დასნეულდეს, ვისთვის ვინმცა გააქიმდა

757. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ, ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა, ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა

758. მოვაჴსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი, ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი, სოფელიმცა გარდიფხვრების

759. მოიუბნეს ვაზირმან ქნა, ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა, შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა, მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

760. შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი, უხვმან ნიადაგ მიუმცდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი, ფერად არ მათმან საუარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან

761. შესთვალა თუ რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდლად, რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა, შეგიცვალო შეგიწონო