... (S-5006), XVIII ს.

758. მუნ: სარო: მგზავსი: ვარდისა: ვნახე: მისჭირდა: მინები: იტყუის: დავჰკარგე: ბროლი: და: სადა: რთავს: ბროლსა: მინები: მით: ვიწვი: რადგან: ჩემებრვე: ცეცხლი: სწვავს: მოუთმინები: მერმე: კულა: ჰკადრა: ამბავი: მან: მისგან: მონასმინები:

759. სიარულსა: მისგან: ძებნად: სრულ: პატიჟთა: მოსთულის: ჭირსა: მერმე: ჰკადრა: საწადლისა: ღმერთმან: პოვნა: ვით: აღირსა: საწუთრო: და: სოფელს: ყოფა: კაცი: უჩსო: ვით: ნადირსა: ოდენ: ხელი: მჴეცთა: თანა: იარების: მინდორს: ტირსა:

760. ნუ: მკითხავ: ქება: რა: გკადრო: ჩემგან: რა: გაგეგონების: მისსა: მნახავსა: ნახული: აღარა: მოეწონების: თვალი: მჭურეტელი: ვით: მზისა: ციაგსა: დაეღონების: ვარდი: არ: ქნილი: ზაფრანად: აწ: ია: შეიკონების:

761. წურილად: ჰკადრა: რა: იცოდა: რა: ნახული: რა: ნასმენად: ვითა: ვეფჴსა: წავარნა: და: ქუაბი: აქო: სახლად: მენად: ქალი: ახლავს: სასურველად: სულთა: დგმად: და: ჭირთა: თმენად: ვაი: სოფელმან: სოფელს: მყოფი: ყოვლი: დასვა: ცრემლთა: დენად:

762. ქალსა: რა: ესმა: ამბავი: მიხვდა: წადილი: ნებისა: განათლდა: პირი: მთვარისა: ვით: ნათლად: ნავანებისა: იტყუის: რა: უთხრა: პასუხი: მას: სათნებლისა: თნებისა: რაა: წამალი: მისისა: წყლულისა: განკურნებისა:

763. ყმა: ეტყვის: ვის: აქუ: მინდობა: კაცისა: მომცქაფავისა: მან: ჩემთვის: დაწვა: თავისი: დადვა: არ: დასაწვავისა: დრო: დამიც: ჩემგან: მისულისა: მითქუამს: დადება: თავისა: მზე: შემიფიცავს: თავისა: ჩემგან: მზედ: სახედავისა:

764. ჴამს: მოყვარე: მოყვრისათვის: თავი: ჭირსა: არ: დამრიდად: გული: მისცეს: გულისათვის: სიყუარული: გზად: და: ჴიდად: კულა: მიჯნურსა: მიჯნურისა: ჭირი: უჩნდეს: ჭირად: დიდად: აჰა: მაქუსმცა: უმისოსა: ლხინი: არმად: თავი: ფლიდად:

765. მზე: ეტყუის: მამხუდა: ყოველი: ჩემი: წადილი: გულისა: პირველ: შენ: მოხველ: მშვიდობით: მპოვნელი: დაკარგულისა: მერმე: ზრდა: სიყვარულისა: გაქუს: ჩემგან: დანერგულისა: ვპჰოვე: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

766. საწუთრო: კაცსა: ყოველსა: ვითა: ტაროსი: უხდების: ზოგჯერ: მზეა: და: ოდესმე: ცა: რისხვით: მოუქუხდების: აქამდის: ჭირი: ჩემზედა: აწ: ესე: ლხინად: უხუდების: რადგან: შუება: აქუს: სოფელსა: თვით: რად: ვინ: შეუწუხდების:

767. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა: ჴამს: გასრულება: მოყურისა: სიყვარულისა: მტკიცისა: ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: უვიცისა: ჩემი: თქვი: რა: ვქნა: ბნელქმნილმან: მზე: მიმეფაროს: მე: ცისა:

768. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა: ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა: ცუდი: არის: სიყუარული: ქუეით: კოცნა: მზისა: წვერვა: თუ: გიახლო: ერთხელ: ვაა: და: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა:

769. ვაი: თუ: გავიჭრა: გაჭრილსა: სადა: გლახ: დამწვავს: სად: ალი: გული: ძეს: საგნად: ისრისა: მესვრის: საკრავად: სამალი: დრო: სიცოცხლისა: ჩემისად: დღისითღა: ჩანს: ნასამალი: ფარვა: მწადს: მაგრა: გარდაჴდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი:

770. მესმა: თქვენი: ნაუბარი: გავიგონე: რაცა: ბრძანე: ვარდსა: ქაცვი: მოაპოვებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე: მაგრა: მზეო: თავი: მზესა: ჩემთვის: სრულად: დააგვანე: სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: არ: წამატანე:

771. ყმა: ტკბილი: და: ტკბილქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი: ამაზედა: ეუბნების: ვით: გაზრდილსა: ამო: მზრდელი: ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულ: ქმნა: მისი: საწადელი: ღ~თნ: ქნას: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი:

772. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლ: ლალსა: თანა: ახუიოს: ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს: მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერ: მჭურეტსა: ავაგლახიოს: ვაი: მოყურისა: გაყრილსა: ახიო: ეყოს: ახიოს:

აქა ავთანდილ თინათინს ტარიელის ამბავს უამბობს:

773. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა: მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დაიშვენებდეს: ღიმილსა: რა: მოიშორო: მოყუარე: თვალთაგან: დასდები: მილსა: მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვიმილსა:

774. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვისაცა: მეტისმეტითა: იტყვის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: ჩემთა: სისხლთა: ხვრეტითა:

775. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მის: მოყურისა: მოშორება: აწ: აბინდებს: არ: აჩრდილებს:

776. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწუი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკვირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: ვირე: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად: