... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

663. იგი მუნით წარმოსრული, სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოკს ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან, შარა გრძელი შეამოკლა

664. მუნ მოვიდა სადა იგი, მისნი სპანი დაეყარნეს ნახე იცნეს რაგვარაცა, მართებს აგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის, ვითვის ლხინი გაგვემწარნეს

665. გაეგება მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა აკოცებდა სიხარულით, ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღმერთო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა

666. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანი სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირს ა ზარსა სცემდეს უხაროდა, უფროსსა თუნდა მცირსა

667. მოვიდეს სადა სამყოფლად, სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი, მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად, მორჭმით ლაღი და შვებული ენა მის დღისა შვებასა, ყოლა ვერ იტყვის კლებული

668. შერმადინს უთხრა უამბო, ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალდაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს, ჩემთვის დარბაზი და ხული

669. მუნ ამბავი შინაური, ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ აგრე ვქენა მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა, დღე რა მზემან გაათენა

670. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქნად ხალვათისა შერმადინ მახარობელი, წავა მისლვისა მათისა ფიცხლად წავიდა სავალი, სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის, მის მზისა მეკამათისა

671. შესთავლა მეფე უკადრი, ხარმცა მორჭმით და დიდებით ამა საქმესა ვიკადრებ, შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი, ვუხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით

672. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა, თვით მოახსენა ყოელი ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვცან ჩემი ღმრთისაგან, სააჯო და სათხოელი

673. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა

674. მეფე შეჯდა გაეგება, ყმასა მუნით მომავალსა ამას პირმზე მეფისაგან, ივალებდა ვითა ვალსა მიეგება მოეგება, მხიარული გულმხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან, ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა

675. რა მიეახლა გარდახდა, ყმა თაყვანისცა მეფესა აკოცა როსტან მიმხვდარმან, ნიშატთა სიიეფესა გულმხიარულნი შვებულნი, მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის, ყოველსა მუნ მეკრეფესა

676. მას ავთანდილ თაყვანისცა, ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდგიშერი, გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა, სინათლესა ზესთა ზესა სახლსაყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა

677. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა

678. სმა გარდახდა თავისთავის, გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა, რა ენახა რა ესმინა

679. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა ნუთუ მზე ვთქვა მსგავსი მისი, და ან მისისა სახისა ვინ უნახავ ქნას გონება, ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭნარი ეკალთა, შუა შორსმყოფი ახ ის ა

680. რა ჭირი კაცსა სოფელმან, მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა, იმსგავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უამბო ამბავი, მან მისმან მონასმინამან

681. ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა, ქალი ჰყავს თანა ნახლები ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრანახლები აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალახლები

682. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა ეამა უქეს ვარდისა, ხელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმხნე სიმხნისა, რადღა ხარ მომხვეჭი რისა