... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

563. ჰკადრეს აქა აღარ არის: კარნი სადმე გაუვლიან჻ მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი: მეტად კარგად შემიგიან჻ მას უყვარდა ქალი ჩემი: სისხლნი ველთა მოუღვრიან჻ რა ნახიან ერთმანერთი: არ შეხედვა ვერ დათმიან჻

564. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ: ჩემად დად ვინცა მადესა჻ მე ღ~თისა უთხარ დაუბამს: მას ეშმაკისა ბადესა჻ მათ ბოზ კუროთა ასეთი: რა მისცეს რა უქადესა჻ თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო: მისად პატიჟად მზად ესა჻

565. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის჻ და თუ ფიცის არ გატეხის: მასვე წამსა დაამტკიცის჻ ესე წყრომა მეფისაგან: ვისცა ესმა ვინცა იცის჻ მან უბრძანა დავარ ქაჯსა: ვინ გრძნებითა ცაცა იცის჻

566. დავარს დასა მეფისასა: უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან჻ თავი ფიცა ძმამან შენმან: არ დაგარჩენს იცის ერმან჻ მან აგრე თქვა უბრალო ვარ: იცის ღ~თნ სახიერმან჻ ვისგან მოვჰკვდე ვისთვის მოვჰკვდე: მიიხვედროს იგი ვერ მან჻

567. პატრონი ჩემი აგრევე: იყო წამოხვე შენ ოდეს჻ შენეულივე რიდენი: ებურნეს ტურფად შვენოდეს჻ დავარ მოსთქმიდა სიტყვითა: რომელნი არა მსენოდეს჻ ბოზო შენ ბოზო რად მამკალ: ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს჻

568. როსკიპო ბოზო დიაცო: საქმრო რად მოაკვლევინე჻ ანუ სისხლითა მისითა: ჩემი რად მოაზღვევინე჻ არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი: რა გიყავ რა გაქნევინე჻ აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე: ვის ესე დააშლევინე჻

569. ჴელი მიჰყო წამოზიდნა: თმანი გრძელნი დაუფუშნა჻ დაალება დაალურჯა: მედგრად პირნი მოუქუშნა჻ მან პასუხი ვერა გასცა: ოდენ სულთქნა ოდენ უშნა჻ ქალმან შავმან ვერა არგო: ვერცა წყლული დაუშუშნა

570. რა დავარ გაძღა ცემითა: მისითა დალურჯებითა჻ წამოდგეს ორნი მონანი: პირითა მით ქაჯებითა჻ მათ კიდობანი მოჰქონდათ: ეუბნეს არ აჯებითა჻ მაშიგან ჩასვეს იგი მზე: გავს იქა დარაჯებითა჻

571. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი: მაშინვე გაუჩინარდა჻ დავარ თქვა მქნელი ამისი : ვინ არ დამქოლოს ვინ არ და჻ ვირემ მომკლევდეს ჩემი ძმა: სიცოცხლე გასაწყინარდა჻ დანა დაიცა მოცაკვდა: დაეცა გასისხლმდინარდა჻

572. რად არ მიკუირვებ ცოცხალსა: მე ლახვარ დაუსობელსა჻ აწ იგი მიყავ რა მართებს: ამისა მახარობელსა჻ ზენაარ დამხსენ სიცოცხლე: სულთა დგმა დაუთმობელსა჻ საბრალოდ ცრემლსა ადენდა: უკლებსა დაუშომელსა჻

573. მე უთხარ დაო რად მოგკლა: ანუ რა შენი ბრალია჻ რამცა ვჰქმენ ნაცვლად თვით რომე: მისი ჩემზედა ვალია჻ აწ თავსა მისად საძებრად: მივსცემ კლდეთა და წყალია჻ სრულად გავჰქუავდი შემექმნა: გული მართ ვითა სალია჻

574. მეტმან ზარმან გამაშმაგა: მამივიდა ცხრო და თრთოლა჻ გულსა უთხარ ნუ მოკვდები: არას გარგებს ცუდი წოლა჻ გიჯობს გაჭრა ძებნად მისად: გავარდნა და ველთა რბოლა჻ აჰა ჟამი ვისცა გინდა: ჩემი თანა წამოყოლა჻

575. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ: ნავსა შიგან გავალაგდი჻ არსით ნავი მამავალი: უნახავად არ დავაგდი჻ მოველოდი არა მესმა: შმაგი უფრო გავეშმაგდი჻ რომე სრულად მამიძულვა: ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი჻

576. რომე დავჰყავ წელიწადი: თვე თორმეტი გამეოცა჻ მაგრა მისი მნახავიცა: სიზმრივ კაცი არ მეოცა჻ თანა მყოლი ყუელაკანი: ამომიწყდა დამეჴოცა჻ ვსთქჳ თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ: რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა჻

577. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა: მით გამოველ ზღვისა პირსა჻ გული სრულად გამიმჴეცდა: არ უსმენდი არც ვაზირსა჻ ყველაკაი დამეფანტა: დარჩომოდა რაცა ჭირსა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს: ასრე მისგან განაწირსა჻

578. ერთია ესე ასმათი: და დამრჩეს ორნი მონანი჻ ჩემნი გულისა მდებელნი: და ჩემნი შემამგონანი჻ მისი ვერა ვცნან ამბავნი: ვერცა დრამისა წონანი჻ ტირილი მიჩნდის ლხინად და: მდინდიან ცრემლთა ფონანი჻

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა჻

579. ღამით მევლო მოვიდოდი: ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი჻ ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით: ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი჻ არ მიამის კაცთა ნახვა: მიდაღვიდა გულსა დაღნი჻ მუნ გარდავჴე მოსვენებად: დამხუდეს რამე ხენი ლაღნი჻

580. ხეთა ძირსა მივიძინე: მათ მონათა ჭამეს პური჻ მერმე ავდეგ სევდიანი: მიღამებდა გულსა მური჻ ვერა მეცნა ეგზომ გრძელად: ვერ ჭორი და ვერ დასტური჻ ველთა ცრემლი ასოვლებდა: თვალთა ჩემთა მონაწური჻

581. ზახილი მესმა შევხედენ: მოყმე ამაყად ყიოდა჻ შემოირბევდა ზღვის პირ პირ: მას თურმე წყლული სტკიოდა჻ ჴრმლისა ნატეხი დასვრილი: აქუს სისხლი ჩამოზდიოდა჻ მტერთა ექადდა სწყრებოდა: იგინებოდა ჩიოდა჻