... (H-1128), XIX ს.

508. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მამართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

509. შევჯე წაველ ბახჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბახჩა შევლე კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

510. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის აღრად ეგრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

511. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა წინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე ჭირმან ყველმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შამომადგნა მაგრა გული არ დამიდნა

512. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პირ ოქრო რიდე მე მივეც რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

513. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით გამწყრალი გარისხებული

514. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრამ ნაცვალსა პასუხსა მოგცემსო ზენამ იცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა

515. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კვლავცა მითხრა რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწვავ ამით ალსა

516. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღ~თნ ქნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება

517. გაჴსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

518. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების წა მამცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა

519. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს ღ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

520. ვთქვა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტის მეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად აწ დავკარგე რად არ გიკვირ რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

521. შევხედენ ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე ავიღე ავდეგ ღ~თისა და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს ჩემიცა დაწვა მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი ერთია გკადრო მე ბარე

522. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყველა ჩემთვის ნუ შუქნია თუ მაღირსებ გაკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

523. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო თქვენთვის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

524. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინათვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

525. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე რადგან იგი ვერ მიმხვდარა არ იტყვის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა ტარიელ არს მემამულე სხვასა მართებს არვის არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მამცდარა

526. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალ გვარო მედვა გული მხეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისცა მივსცე თავი შენი შენვე რად მე არ წამგვარო

527. სულთა ვყიდდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდს აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მეცა მართლად თვით მეაზრა