ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

469. აწ მისთქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული; რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე-სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

470. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა; ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გჰზისა შორისა, აღარ იბურთეს, დაშლა ჰქმნეს თამაშობისა ორისა.

471. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერ-მიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, მართლად არს, არ კატაბანი.

472. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა; მეფე გარდაჰხდა, დარბაზსა შეველდით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

473. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

474. ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

475. ახლოს დამიჰსვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მისჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა ჰკვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”. თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

476. შეიქმნა სმა და პურობა, მზგავსი მათისა ძალისა, – სხვა გახარება ასეთი არს უჰნახავი თვალისა – ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროჰზისა და ლალისა, არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

477. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა: არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, – რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

478. დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ჰხარიან, მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან; ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!

479. აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით,- ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

480. კვლავცა დასჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

481. აიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

482. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო;” მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალიო.

483. მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნად-ღა თაყვანის-ცემისად; ხელი მოვკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

484. მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმანერთი გიჰნახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლავცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

XII. წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი.

485. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, – არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

486. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღჩას ბაღი უშენოსა, – შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

487. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო; ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.