ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

431. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია, “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია და თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

432. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გადვიხდიდია, “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგა არ გიგრძნან, ქადი, მათთანა მიდია, და თუ დაგავიწყო, უთუოდ მეცა ვარ განაკიდია.”

433. “არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია, რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია; მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, და შევსთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

434. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხმალი ბასრი, შუბია ხე” და მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

435. “ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას ჰრბიან? და აწ შეველბნეთ ხატაველთა, ჴმალნი ცუდად რას გვაბიან!”

436. “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, – და მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴმალმან დაფითა.

437. “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა, – ესთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, და აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

438. “შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია, თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია. ჰბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, და მეცა თქვენად დასაჴოცლად ხელი ჴმალსა დამიგია”.

439. “რა მივიდა მოციქული, კვლავცა რადღა გამოგზავნეს, კვამლი შეჰქმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, და შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

440. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად, საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად, ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად და მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

441. “ახლოს მივე, შემომხედეს, "შმაგიაო'', ესე სთქვესა მუნ მივჰმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, და შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ჴმალო, ვინცა გლესა.

442. “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი, კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანა-ჯორი, და ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

443. “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიჰქმნა ომი დიდი: ვკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი, და სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შეჰქმნიან ჩემი რიდი.

444. “საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა დგათ, წავედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან! – მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, და ნუ-თუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან.”

445. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა; და გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

446. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, – შევკივლენით, ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხმლენით, და მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

447. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, და ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

448. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად, ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად, ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, და ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

449. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს: რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, და ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

450. “გავგზავნე ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, – ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვაალაღებინე, სისხლთა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, და არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად ავაღებინე.