ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

392. “ასმათ გამომყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” და გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე.

393. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი. მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი. და სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

394. “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა და თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.

395. “შევჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, და ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

396. “ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია; “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე უმაგრონია, და ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია!

IX. წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელთან პასუხად.

397. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა, და ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა.”

398. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია, იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხრპანია; და ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

399. “ფიცხლავ მოვიდეს, არ ეჰქმნა მათ შინა ხან-დაზმულობა აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, და ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

400. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: და “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

401. “შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა; თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, “ბედი ჩემი უბედური,ვთქვი, ჯერთცა ვერ გამეფდა, და ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა,

402. მონა შემოჰდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა, ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, და მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

403. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო, შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო, სად ასმათ პირველ მეჰნახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, და სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

404. “შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, და საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

405. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად; მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა ჰსჯობდა მეტად. და ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

406. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა.” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა, და მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა,

407. “მიბრძანა: “ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა, – დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, – და მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

408. “თუმცა ჰმართებს დედა-კაცსა მამა-კაცის დიდი კრძალვა; მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა. მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მისთქვამს იდუმალვა, და ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

409. “ერთმან ერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერთი დიდითა ზენარითა და ფიცითა! და გეცრუვო, ღმერთმან მიწა მჰქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

410. “წა, შეები ხატაველთა, ილაშქრე და ინაპირე, ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა კვლავცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე, და გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.