ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

256. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს, შეველხვეწო, ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

257. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დართო ნება; ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ჰნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

258. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა; მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა, იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა, ნუ-თუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

259. ავთანდილ ქალმან დაჰმალა ქვაბს დამალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ჰშვენოდა კაპარჭ-ხმალითა, ასტირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

260. ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდ-ხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან დაჰსდუმდესს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

261. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები; მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხვის ტყავისა ნატები, მაზედა დასჯდა იგი ყმა, სულ-თქვამს ჭირ-მონამატები, – სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

262. მან ქალმან ხელ-ჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა, – ქმნაა საქმისა ძნელისა – ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

263. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, შეჰკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი; ცალ-კერძ ჰზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

264. “რად დაბრუნდი, მოახსენა, მითხარ, რაცა წაგეკიდა”. მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარე-კიდა.

265. “სევდა მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვთქვი: ნუ-თუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალვე”.

266. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას ნაკეცი, ბევრის-ბევრად მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად.

267. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია, გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია, შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია”

268. უბრძანა: “დაო, ეგეა მზგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა; ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა, ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

269. “ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა, ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა, შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არა სადა”.

270. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რადგან, ღმერთსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

271. ყმამან უთხრა: “რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე? ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

272. ქალმან კვლავ ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ სავნებლისა ნებითა”.

273. მან უბრძანა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

274. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; არ ეწყინაო, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად; ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ჰნახა ტარიელ, სთქვა მზისა დასაგვანებლად.

275. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე, უღრუბლოდ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვსთქვა მე დარად.