... (A-855), XIX ს.

355. მე გამიკვირდა სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა დავწერე რაცა პასუხად, ჰმართებდა აშიკობასა

356. დღენი გამოჰხდეს და გული, უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა, დამიწყეს მოსლვა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა, სოფლისა ლხინთა და ვალთა

357. მათ ვერა მარგეს მე გულსა, ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვეარავინ შემატყვა, დება ცნობისა ხელისა სისხლი დამწამეს მეფემან, ბრძანა გახსნევა ხელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა

358. ჴელგახსნილი სევდიანი, საწოლს ვიყავ თავისწინა ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისი, შემოყვანა უთხარ შინა გულსა შინა დაუზრახე, რა მპოვაო ანუ ვინა

359. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატეევ ლამობდა, შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად გავეც ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭუ, მოსლვისა დაზარებასა

360. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი, ეგე ვით დაგაღონებენ ამირბარი ვარ ჴელმწიფე, სრულად ჰინდონი მმონებებ აზრად შეიქმან საქმესა, ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა, არეთა არ მარონებენ

361. კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო ამბვისა სმინება მოყვანა ვუთხარ ებრძანა, ქნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე ჴელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთჳს, კულავ უფრო მმართებს ლხინება

362. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს, ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან შაბა შაბა

363. შინა დავსხედით ნადიმად, მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი, არ იყვნეს სულდაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი, თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს, მას დღესა მათნი ხლებულნი

364. ვეცდებოდი არა მცალდა, სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო, მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქმენ სმა და ნადიმობა, პატიჟთა და ჭირთა მალვად

365. მოლარემან შინაურმან, ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო, ინახვისცა ამირბარი ზეწარითა მოუბურავს, პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი

366. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით, აემზადნეს ასაყრელად შადი უთხარ ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა, აუგისა საკრძალველად

367. კარსა შევდეგ ქალი წინა, მომეგება თაყვანის მცა მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე, კურთხეულ არს ვინცა ღირსმც ა გამიკვირდა მიჯნურისა, თაყვანება ექნა ვისმცა ვჰთქვი არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

368. მითხრა დღე ეგე სირცხვილად, მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე, მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა, შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა

369. ადგა მითხრა თქვენსა მკრძალსა, ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა, ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდსა შემართებად, გულსა მისად უთნევია ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი პირველი

370. წიგნი ვნავხე მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა, ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს, ყველაკასა ჩემგან თქმულსა

371. ბედითი ბნედა სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყვარელსა უჩვენე, საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი, ჩვენნი სახარაჯონია აწ მათი ჯავრნი ჩვენზედა, ჩვენგან არ დასათმონია

372. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად, კულავ ჟამი არ მამხდომია ძუღან ჴელქმნილსა გიჭვრეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია

373. მართლა გითხრობ მომისმინე, ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე