... (S-1418), XVII ს.

1. ზარი: გაისმა: შემოაკრბეს: ქალაქისა: ერნი: სრულად჻ იქით: აქათ: იჯარვოდეს: უჭურიტოთო: ამას: რულად჻ ზოგნი: ნდომით: შეჰფრფინვიდეს: ზოგნი: იყუნეს: სულწასრულად჻ მათთა: ცოლთა: მოიძულვეს: ქმარნი: დარჩეს: გაბასრულად჻

2. ფატმან: ცოლი: უსენისი: გაეგება: კართა: წინა჻ მხიარულად: უსალამა: სიხარული: დაიჩინა჻ ერთმანერთი: მოიკითხეს: შევიდეს: და: დასხდეს: შინა჻ ფატმან: ხათუნს: მოსულა: მისი: შევითვატყე: არ: ეწყინა჻

3. მას: ღამესა: ფატმან: ხათუნ: უმასპინძლა: მეტად: კარგა჻ ყმამან: უძღუნა: ძღუენი: ტურფა: მიმღებელთა: თქუეს: თუ: ვარგა჻ ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღ~თო არ დაკარგა჻ სუეს: და: ჭამეს: დასაწოლად: ყმა: გავიდა: ღამით: გარ: გა჻

4. დილასა: ლარი: ყუელაი: უჩვენა: გაახსნევინა჻ ტურფანი: სეფედ: გარდასხნეს: ფასიცა: დაათულევინა჻ ვაჭართა: უთხრა: წაიღეთ: აჰკიდა: გააწევინა჻ თქუენ: ვითა: გინდოდეს: ვაჭრობდით: ნუ: გამაცხადებთ: მე: ვინა჻

5. ფატმან: ცოლი: უსენისი: გაეგება: კართა: წინა჻ მხიარულად: უსალამა: სიხარული: დაიჩინა჻ ერთმანერთი: მოიკითხეს: შევიდეს: და: დასხდეს: შინა჻ ფატმან: ხათუნს: მოსულა: მისი: შევითვატყე: არ: ეწყინა჻

6. ყმა: ვაჭრულად: იმოსების: არ: ჩაიცუამს: არას: მისსა჻ ზოგჯერ: უხმის: ფატმან: მისსა: ზოგჯერ: იყუის: ფატმანისსა჻ ერთგან: სხდიან: უბნობდიან: საუბარსა: არა: მქისსა჻ ფატმანს: ჰკლვიდა: უმისობა: რამინისა: ვითა: ვისსა჻

ფატმანისან ავთანდილის გამიჯნურება჻

7. სჯობს: სიშორე: დიაცისა: ვისგან: ვითა: დაითმობის჻ გილიზღებს: და: შეგიკვეთებს: მიგინდობს: და: მოგენდობის჻ მართ: ანაზდად: გიღალატებს: გაჰკუეთეს: რაცა: დაესობის჻ მით: დიაცსა: სამალავი: არასთანა: არ: ეთხრობის჻

8. ფატმან: ხათუნს: ავთანდილის: გულსა: ნდომა: შეუვიდა჻ სიყუარული: მეტისმეტი: მოემატა: ცეცხლებრ: სწვიდა჻ დამალვასა: ეცდებოდავ: მაგრა: ჭირთა: ვერ: მალვიდა჻ იტყუის: რა: ვქნა: რა: მერგების: აწუიმებდა: ცრემლთა: ღურიდა჻

9. მიღმა: ვუთხრა: ვაი: თუ: გაწყრეს: შეხედვაცა: დამიძუირდეს჻ თუ: არა: ვსთქუა: როგორ: გავსძლო: ცეცხლი: უფრო: გამიხშირდეს჻ ვთქუა: და: მოვკვდე: ანუ: დავრჩე: ერთი: რამე: გამიპირდეს჻ მას: მკურნალმან: ვერა: ჰკურნოს: თუ: არა: თქუას: რაცა: სჭირდეს჻

10. დაწერა: წიგნი: საბრალო: მის: ყმისა: მისართუმეველი჻ მისისა: მიჯნურობისა: მისთა: პატიჟთა: მცნეველი჻ მისთა: მსმენელთა: გულისა: შემძრველი: შემარყეველი჻ უსტარი: შესანახავი: არ: ცუდად: დასახეველი჻

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა მიწერილი჻

11. ჰე: მზეო: ღმერთსა: ვინათგან: მზედ: სწადდი: დასაბადებლად჻ მით: შეგუქნა: მოშორვებულთა: ლხინად: არ: ჭირთა: მწადებლად჻ ახლოს: შემყრელთა: დამწუელად: მათად: ცეცხლისა: მადებლად჻ მნათობთა: შენი: შეხედვა: ტკბილად: უჩს: დასაქადებლად჻

12. შენ: გტრფიალობენ: მჭურეტელნი: შენთუის: საბრალოდ: ბნდებიან჻ ვარდი: ხარ: მიკუირს: ბულბულნი: რად: არა: შენზედ: კრფებიან჻ შენი: შუენება: ყვავილთა: აჭკნობს: და: ჩემნიც: ჭკნებიან჻ სრულად: მიხდილვარ: თუ: მზისა: შუქნი: არ: მომესწრებიან჻

13. ღ~თი: მყავს: მოწმად: ვიშიშვი: თქუენსა: ამისსა: თხრობასა჻ მაგრა: რა: ვირგო: დღეკრულმან: სრულად: გავჰყრივარ: თმობასა჻ გული: ვერ: გასძლებს: ნიადაგ: შავთა: წამწამთა: სობასა჻ თუ: რას: მეწევი: მეწივე: თვარა: მიმჴარვარ: ცნობასა჻

14. მე: ვირე: ამა: წიგნისა: პასუხი: მომივიდოდეს჻ ვცნობდე: გინდოდე: საკლავად: ან: ჩემი: რა: გავიდოდეს჻ მუნამდის: გავსძლო: სულთა: დგმა: გული: რაზომცა: მტკიოდეს჻ სიცოცხლე: ანუ: სიკუდილი: გარდმიწყდეს: ნეტარძი: ოდეს჻

15. ფატმან: ხათუნ: დაწერა: და: გაუგზავნა: წიგნი: მისი჻ ყმამან: ასე: წაიკითხა: ძმა: ვინმეა: ანუ: თვისი჻ თქუა: არ: იცის: გული: ჩემი: ვინ: მაშიკობს: ვისსა: ვისი჻ რომე: მიჩანს: სამიჯნურო: რად: ვამსგავსო: მე: მას: ისი჻

16. თქუა: ყვავი: ვარდსა: რას: აქნევს: ანუ: რა: მისი: ფერია჻ მაგრა: მას: ზედა: ბულბულსა: ჯერთ: ტკბილად: არ: უმღერია჻ უმგზავსო: საქმე: ყუელაი: მოკლე: და: მით: ოჴერია჻ რა: უთქვამს: რა: მოუჩმახავს: რა: წიგნი: მოუწერია჻

17. ესე: გუარი: საზრახავი: დაუზრახა: გულსა: შინა჻ მერმე: ეტყუის: ჩემგან: კიდე: ჩემი: შემწე: არავინა჻ რასათუისცა: გამოჭრილ: ვარ: მისი: ძებნა: რადგან: მინა჻ რათაც: ღონით: ვპოვებ: მას: ვიქ: გულმან: სხუამცა: რა: ისმინა჻

18. ისი: დიაცი: აქა: ზის: მნახავი: კაცთა: მრავალთა჻ მოსადგურე: და: მოყუარე: მგზავრთა: ყოველგნით: მავალთა჻ მივჰყუე: მიანბობს: ყუელასა: რაზომცა: ცეცხლი: მწუავს: ალთა჻ ნუთუ: რა: მარგოს: მე: მისი: გარდაჴდა: ჩემგან: ვცნა: ვალთა჻