... (S-1418), XVII ს.

76. შეველ:საჭურჭლეს: რომელსა: ფასი: არ: დაედებოდა჻ თუალ:მარგალიტი: ავიღე: რაც: ოდენ: ამეღებოდა჻ თუითო: და: თუითო: თუითოსა: ქალაქსა: ეფასებოდა჻ მიველ: მას: წელთა: შევარტყი: შავგული: ვისთვუის: კუდებოდა჻

77. ვარქუი: ჩემო: განღა: სადმე: გეჴმარების: ესე: გვარი჻ მათ: მონათა: ჴელთა: მივეც: იგი: პირი: მზისა: დასადარი჻ ცნა: მეფემან: მოეგება: ჰკრეს: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზარი჻ იგი: მივა: თავმოდრეკით: წყნარი: არის: მოუბარი჻

78. ზედა: მოატყდენ:მჭურეტელი: გაჰხდა: ზათქი: და: ზარები჻ ვერ: იჭირვიდეს: სარანგნი: მუნ: იყო: არ: სიწყნარები჻ იგი: რა: ნახა: მეფემან: საროსა: მსგავსი: ნარები჻ გაკრთომით: უთხრა: ჰე: მზეო: აქა: ვით: მოიგვარები჻

79. ვით:მზემან: მისნი: მჭვრეტელნი: შექნნა: თუალისა: მფახველად჻ მეფემან: ბრძანა: გამხადა: ნახული: მე: უნახველად჻ ღ~თისაგან: კიდე: ვინ: იყო: კაცი: ამისად: მბოველად჻ მართებს: ამისთა: მიჯნურთა: ხელნი: თუ: რბოდეს: ახ: ველად჻

80. გუერდსა: დაისუა: ეუბნა: ტკბილითა: საუბარითა჻ მითხარო: ვინ: ხარ: ვისი: ხარ: მოსრული: ვისთა: გუარითა჻ მან: არა: გასცა: პასუხი: პირითა: მზისა: დარითა჻ თავ: მოდრეკილი: დაღრეჯით: ქუე: ზის: ცნობითა: წყნარითა჻

81. არ: ისმენდა: მეფისასა: რასა: გინდა: უბრძანებდა჻ სხუაგან: იყო: გული: მისი: სხვასა: რასმე: იგონებდა჻ ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აღებდა჻ მჭურეტნი: მისნი: გააკუირნა: რასამცა: ვინ: იაზრებდა჻

82. მეფე: ბრძანებს: რა: შევიგნათ: გული: ჩვენი: რათ: ეხსნების჻ ამ: ორთა: კიდეგანთა: აზრი: არა: არ: იქნების჻ ან: ვისიმე: მიჯნურია: სიყუარული: ეგონების჻ მისგან: კიდე: არვისად: სცალს: ვეღარცა: ვის: ეუბნების჻

83. ანუ: არის:ბრძენი: ვინმე: მაღალი: და: მაღლად: მხედი჻ არცა: ლხინი: ლხინად: უჩანს: არცა: ჭირი: ზედა: ზედი჻ ვით: ზღაპარი: ასრე: ესმის: უბედობა: თუნდა: ბედი჻ სხუაგან: არის: სხუაგან: ფრინავს: გონება: უც: ვითა: ტრედი჻

84. ღ~თმან: ქნას: შინა: მოვიდეს: ძე: ჩემი: გამარჯვებული჻ მე: დავახვედრო: ისი: მზე: დამისთვის: დამზადებული჻ მან: ათქმევინოს: ნუთუ: რა: ჩვენცა: ვცნათ: გაცხადებული჻ მუნამდის: მთვარე: შუქკრთომით: ჯდეს: მზისა: მოშორვებული჻

85. ჴელმწიფისა: შუილსა: გითხრობ: კარგსა: ყმასა: გულოვანსა჻ უებროსა: ზნე: და: თუალად: შუენიერსა: პირსა: ტანსა჻ მაშინ: ლაშქარს: წასულ: იყო: მუნ: დაჰყოფდა: დიდსა: ხანსა჻ მამა: მისთვის: ამზადებდა: მას: მნათობთა: დასაგვანსა჻

86. მოიღეს: ტანსა: ჩააცუეს: შესამოსელი: ქალისა჻ მას: ზედა: შუქი: მრავალი: ჩნდა: მნათობისა: თუალისა჻ დაადგეს: თავსა: გუირგუინი: ერთობილისა: ლალისა჻ მუნ: ვარდსა: ფერი: აშუენებს: ბროლისა: გამჭვირვალისა჻